შეგახსენებთ, რომ ლორიამ 2 ივლისს მოაწერა ხელი კონტრაქტს "ოლიმპიაკოსთან" თავისუფალი აგენტის სტატუსით, თუმცა წამოსვლა მოუწია.
თურქული წყაროს მტკიცებით, ტრანსფერი ისე გვარდება, რომ "ოლიმპიაკოსისთვის" თანხის გადახდა საჭირო არ იქნება. შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ცნობით, ბერძნული გრანდი ქართველი გოლკიპერის სანაცვლოდ მილიონ ევროს ითხოვდა.
ajansspor.com შოთა არველაძის კომენტარსაც აქვეყნებს:
"ლორიას მოსვლით ონურის თამაშის ხარისხიც მოიმატებს. კონკურენცია მათზე დადებითად იმოქმედებს. მე დარწმუნებული ვარ ლორიას შესაძლებლობებში და ნამდვილად მსურს, ეს ტრანსფერი განხორციელდეს".
"ტრაბზონის" პირველი
შეგახსენებთ, რომ "ტრაბზონი" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელით, საბა კვირკველიათია დაინტერესებული.