ajansspor.com: გიორგი ლორიას ტრანსფერი "ტრაბზონში" გადაწყვეტილია

AutoSharing Option
ajansspor.com-ის ინფორმაციით, გიორგი ლორიას ტრანსფერი "ტრაბზონსფორში" გადაწყვეტილია. წყაროს ცნობით, ყველა საკითხი შეთანხმებულია.

შეგახსენებთ, რომ ლორიამ 2 ივლისს მოაწერა ხელი კონტრაქტს "ოლიმპიაკოსთან" თავისუფალი აგენტის სტატუსით, თუმცა წამოსვლა მოუწია.

თურქული წყაროს მტკიცებით, ტრანსფერი ისე გვარდება, რომ "ოლიმპიაკოსისთვის" თანხის გადახდა საჭირო არ იქნება. შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ცნობით, ბერძნული გრანდი ქართველი გოლკიპერის სანაცვლოდ მილიონ ევროს ითხოვდა.

ajansspor.com შოთა არველაძის კომენტარსაც აქვეყნებს:

"ლორიას მოსვლით ონურის თამაშის ხარისხიც მოიმატებს. კონკურენცია მათზე დადებითად იმოქმედებს. მე დარწმუნებული ვარ ლორიას შესაძლებლობებში და ნამდვილად მსურს, ეს ტრანსფერი განხორციელდეს".

"ტრაბზონის" პირველი
გოლკიპერი დღეისთვის 27 წლის ონურ კივრაკია.

შეგახსენებთ, რომ "ტრაბზონი" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელით, საბა კვირკველიათია დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 5 /
თურქეთის ჩემპიონატი საბერძნეთისას ჯობია, თან ლორიას ტრაბზონში მეტი შანსი ექნება ძირითადში მოხვედრისა, ვიდრე ოლიმპიაკოსში. ასე, რომ გამართლებულია ყველანაირად
შაკო
17:10 27-07-2015
0
ჯიგარი ხარ შოთი კარტველებზე სულ რომ ფიკრობ და ზრუნავ
zaza
21:22 27-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული