დავინტერესდით, რა ხდება და ეს გავარკვიეთ - თედორე სავიზო საკითხებმა შეაფერხა და აქამდე რომ ვერ შეუერთდა "ტერეკს", სწორედ ამის ბრალი ყოფილა.
გრიგალაშვილი ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან საგანგებო მიწვევას ელოდებოდა.
საბედნიეროდ, პრობლემა უკვე მოგვარებულია. ახლა კი, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 30 ივლისიდან "ზესტაფონისა" და "სამტრედიის" ყოფილი მცველი "ტერეკის" განკარგულებაში იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"