მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, ოთო გოშაძე, ლუკა სანიკიძე;
მცველები: ნოდარ იაშვილი, გია ჩაბრაძე, გაგი მარგველაშვილი, დაჩი ცნობილაძე, თედორე გრიგალაშვილი, ცოტნე ნადარაია;
ნახევარმცველები: ანდრო სოფრომაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ელვინ ტერა, ლუკა ლაკვეხელიანი, ბექა გვარაძე, გიორგი ხარაიშვილი, ზურაბ არზიანი, თემურ ჩოგაძე, გონსალვეშ ვაგნერი;
თავდამსხმელები: გიორგი ფანცულაია, ლუკა იმნაძე, გურამ გოშთელიანი, ლაშა შინ
კლუბის პრესატაშის, კახა მგელაძის ცნობით, "საბურთალოს" სიდეში თან ახლავს ვიცე-კაპიტანი და მეგოლე გურამ გოშთელიანი, რომელსაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ტრავმა აწუხებდა. ახალგაზრდა თავდამსხმელი ახლა უკეთ გრძნობს თავს, თუმცა მკურნალობის კურსი ჯერ არ დაუსრულებია.
შეკრებაზე გაემგზავრნენ თედორე გრიგალაშვილი და ელვინ ტერაც, რომელთაც პირველი შეკრება გაუცდათ - გრიგალაშვილს ტრავმის გამო, ხოლო კენიელი საყრდენი ნახევარმცველი სავიზო პრობლემებმა დააბრკოლა.
ახლა მთავარზე - ზურაბ არზიანი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა და ამ გუნდის მაისურით 2017 წლის ბოლომდე ითამაშებს. 28 წლის საყრდენ ნახევარმცველს საქართველოში უთამაშია რუსთავის "ოლიმპის" (2007), თბილისის "დინამოსა" (2011) და გორის "დილას" (2012-13) შემადგენლობაში.
ამას გარდა, არზიანი რუსეთის მთავარ და ქვედა ლიგების გუნდებშიც ("სატურნი", "რუბინი", "ანჟი", "ვოლგა") ასპარეზობდა. გარდამავალი ჩემპიონატი არზიანმა "შუქურაში" გაატარა და გამოჩნდა, რომ საქართველოში მისი დარი საყრდენი ნახევარმცველების დიდი დეფიციტია. ახლა კი ნახევარმცველ და კაპიტან გიორგი ხარაიშვილთან ერთად მას "საბურთალოში" ძალიან საინტერესო ტანდემის შექმნა შეუძლია.
ამ შეკრებაზე ჭიაბრიშვილის გუნდი ხუთ საკონტროლო შეხვედრას გამართავს. ჯერჯერობით, დაზუსტებული მხოლოდ სამი სპარინგია - დანიის "ვეილესთან" (პირველი დივიზიონი), "ორენბურგსა" (რუსეთის პრემიერლიგა) და ჟოდინოს "ტორპედოსთან" (ბელორუსის უმაღლესი ლიგა), ორი მეტოქის ვინაობაც ამ დღეებში გაირკვევა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"