რატომ არ ჩანს თედორე გრიგალაშვილი გროზნოს "ტერეკის" შემადგენლობაში

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მცველმა თედორე გრიგალაშვილმა გროზნოს "ტერეკთან" კონტრაქტი რომ გააფორმა, არახალია. რუსეთის ჩემპიონატი დაიწყო, 22 წლის ფეხბურთელი კი ახალ გუნდთან ერთად არ არის.

დავინტერესდით, რა ხდება და ეს გავარკვიეთ - თედორე სავიზო საკითხებმა შეაფერხა და აქამდე რომ ვერ შეუერთდა "ტერეკს", სწორედ ამის ბრალი ყოფილა.

გრიგალაშვილი ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან საგანგებო მიწვევას ელოდებოდა.

საბედნიეროდ, პრობლემა უკვე მოგვარებულია. ახლა კი, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 30 ივლისიდან "ზესტაფონისა" და "სამტრედიის" ყოფილი მცველი "ტერეკის" განკარგულებაში იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესე რო გაინტერესებთ დაურეკეთ და შეეკითხეთ
Irakli
13:19 29-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული