ცოტა უცნაურია "ტრაბზონის" კაპიტნის, ონურ კივრაკის საქციელი, რომელმაც თურმე გუნდი დემონსტრაციულად დატოვა. ონური გოლკიპერია და კარგად მოგეხსენებათ, "ტრაბზონში" გიორგი ლორიას მისვლას ელიან.
კლუბში სიტუაცია ეტყობა ძალიან აირია, რადგან ამბობენ, რომ თანამდებობიდან გადადგა სპორტული დირექტორი სულეიმან ჰურმა. თურქული მედია იმოწმებს ქართველის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, არველაძე ვერ დარჩება გუნდში, რადგან იქ თავად სულეიმან ჰურმამ მიმიყვანაო.
ამბობენ, არველაძე შეჰპირდა პრეზიდენტ იბრაჰიმ ჰაჩიოსმანოღლუს, რომ გუნდი რომ არ დაზარალდეს, ყველაფერი
30 ივლისს "ტრაბზონი" სტუმრად ეთამაშება მაკედონიურ "რაბოტნიჩკის" ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში.