შოთა არველაძე: საპასუხო მატჩს მოვიგებთ

AutoSharing Option
ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ თამაშში შოთა არველაძის "ტრაბზონსფორი" მაკედონიაში "რაბოტნიჩკის" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.


თამაშის შემდეგ, როგორც თურქული მედია აფასებს, შოთამ საკმაოდ ამბიციური განაცხადი გააკეთა:

"პირველ ტაიმში ჩვენს დაცვასა და ნახევარდაცვას შორის სივრცეები რჩებოდა. ჩვენ ვიმუშავეთ ამ პრობლემის გამოსწორებაზე. თუ არ ჩავთვლით 2-3 კონტრშეტევას, ბურთი ჩვენი იყო. ჩვენ ვჩქარობდით.

ახლა ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ საპასუხო მატჩი საკუთარ მოედანზე უნდა ჩავატაროთ, რომელშიც გოლი არაფრით არ უნდა გავუშვათ.

დღეს კი მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ, მათ
კარგი ფეხბურთი ითამაშეს. მეტოქე მართლაც კარგია, მაგრამ საპასუხო მატჩს ჩვენ მოვიგებთ", - განაცხადა არველაძემ.

"რაბოტნიჩკის" მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ კი მისი გუნდის გამარჯვებას ისტორიული უწოდა - ჩვენ მოვუგეთ გუნდს, რომელთა ფეხბურთელების ჯამური ფასი 105 მილიონი ევროაო.

სხვათა შორის, "რაბოტნიჩკის" მწვრთნელს, როცა უთხრეს, შოთა არველაძემ დარწმუნებით თქვა, საპასუხო მატჩს მოვიგებთო, ასე უპასუხა: "წინააღმდეგი არა ვარ, ოღონდ "ტრაბზონმა" 2:1 უნდა მოიგოს".

გეტყვით, რომ შოთა არველაძემ განაცხადშიც კი არ შეიყვანა გუნდის კაპიტანი მეკარე ონური, რომელიც ერთი დღის წინ "ტრაბზონიდან" წასვლით იმუქრებოდა. შოთამ კარში 19 წლის ჩაკირი ჩააყენა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ჯერ არ მისულა და ისე ეტყობა მალე გამოუშვებენ. ინტრიგები მევრთნელიდან არ უნდა მოდიოდეს. ამდენი წლის კარიერა და მაინც ... ვერაო.
ამერიკელი
07:34 01-08-2015
0
ესეიგი ლორიასთვის ინახავს კარებში ადგილს
bacho
16:47 31-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული