გურამ კაშია: ხანდახან უნდა აღიარო, რომ მეტოქე შენზე ძლიერია

AutoSharing Option
ევროპალიგის III საკვალიფიკაციო წრეში გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესი" სტუმრად 0:3 დამარცხდა "საუთჰემპტონთან".


თამაშის შემდეგ გუნდის ქართველმა კაპიტანმა კაშიამ შემდეგი განაცხადა:

"ხანდახან, უბრალოდ, უნდა აღიარო, რომ მეტოქე შენზე ძლიერია. მათ უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ, ჩვენ კი ახალგაზრდული გუნდი ვართ, რომელსაც გამოცდილება აკლია.

ეს სამწუხაროა, ძალიან ცუდი შედეგია ჩვენთვის. თუმცა წინ არნემული მატჩია და თუ გულშემატკივარი მხარს დაგვიჭერს, შეგვიძლია კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ეს ფეხბურთია და ვინ იცის, რა მოხდება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული