თამაშის შემდეგ გუნდის ქართველმა კაპიტანმა კაშიამ შემდეგი განაცხადა:
"ხანდახან, უბრალოდ, უნდა აღიარო, რომ მეტოქე შენზე ძლიერია. მათ უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ, ჩვენ კი ახალგაზრდული გუნდი ვართ, რომელსაც გამოცდილება აკლია.
ეს სამწუხაროა, ძალიან ცუდი შედეგია ჩვენთვის. თუმცა წინ არნემული მატჩია და თუ გულშემატკივარი მხარს დაგვიჭერს, შეგვიძლია კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ეს ფეხბურთია და ვინ იცის, რა მოხდება".