"ვოლინის" მწვრთნელი: ჯერჯერობით კობახიძე ჩვენთან რჩება

AutoSharing Option
ლუცკის "ვოლინის" მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი კვარციანიმ დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" სანდრო კობახიძის შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

2 აგვისტოს "ვოლინი" სტუმრად დაუპირისპირდა ზაპოროჟიეს "მეტალურგს" და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი სრულად ჩაატარა.

კვარციანის მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კობახიძის მომავალზეც ჰკითხეს, რაზეც მწვრთნელმა მოკლედ უპასუხა: "ჯერჯერობით ის ჩვენთან რჩება".

შეგახსენებთ, რომ სანდრო კობახიძე "დნიპროს" ეკუთვნის, "ვოლინში" კი იჯარით თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული