თედორე გრიგალაშვილი: ისე დამხვდნენ, თითქოს, მთელი ცხოვრებაა "ტერეკში" ვთამაშობ

AutoSharing Option
22 წლის თედორე გრიგალაშვილმა სავიზო პრობლემები მოაგვარა და გროზნოს "ტერეკს" შეუერთდა. ჩვენებური მცველი სათადარიგო იყო "ზენიტთან" წაგებულ (0:3) შეხვედრაში.

"ლელო" გრიგალაშვილს შეეხმიანა და პირველ შთაბეჭდილებებზე ინტერვიუ სთხოვა:

- სავიზო პრობლემების მოგვარების შემდეგ ახალ გუნდს შეუერთდით. როგორია პირველი შთაბეჭდილებები?
- ძალიან კარგი. ერთადერთი, რამაც გული დამწყვიტა, ის არის, რომ "ზენიტთან" 0:3 წავაგეთ.

- გუნდში როგორ მიგიღეს?
- პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ძალიან მეგობრული გუნდია. ისე დამხვდნენ, თითქოს, მთელი ცხოვრებაა "ტერეკში" ვთამაშობ.

- რას იტყვით რუსული პრემიერლიგის დონეზე? როგორია თუნდაც სათადარიგოთა სკამიდან
მიღებული შთაბეჭდილება?

- ძალიან მაღალი დონეა. აქ ფეხბურთელად გრძნობ თავს. ყურადღებით ვაკვირდები ყველაფერს. აქ ძალიან მაღალი ტემპია და ერთ პატარა შეცდომასაც კი არავინ არავის პატიობს. მეორე მომენტი ის არის, რომ მაგარი ქომაგობაა. პირველიდან ბოლო წუთამდე არ ჩერდებიან.

- როგორ ფიქრობთ, როდისთვის უნდა ველოდოთ თქვენს დებიუტს?
- ვერ გეტყვით, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. 12 ივლისს ჩამოვედი საქართველოში და ვიზის ასაღებად 20 დღემდე დამჭირდა. დრო გვარიანად გაიწელა. მართალია, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, მაგრამ გუნდთან ერთად ყოფნა მაინც სხვაა.

საქართველოში რამდენჯერმე ვივარჯიშე "ცხინვალსა" და "ლოკომოტივში". მინდა, ამ კლუბების ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს დიდი მადლობა გადავუხადო.

- "ტერეკი" გროზნოში ცხოვრობს?
- არა, კისლოვოდსკში. მხოლოდ თამაშის წინა დღეს ჩადის გუნდი გროზნოში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
samtrediidan wasuli gorgiashvili bechvaia da ilia kerdzevadze sad wavidnen???
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული