სანდრო კობახიძემ და ჯაბა ლიპარტიამ უკრაინის პრემიერლიგაში 100-100 მატჩი ითამაშეს

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის III ტურის მატჩები საიუბილეო, მე-100 აღმოჩნდა ერთბაშად ორი ქართველი ლეგიონერის კარიერაში.

"ზორიას" ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ მე-100 მატჩი გამართა უკრაინის ჩემპიონატში, "სტალთან" 0:2 დასრულებულ შეხვედრაში.

ასევე მე-100 იყო შეხვედრა სანდრო კობახიძისთვის, მისმა "ვოლინმა" ზაპოროჟიეს "მეტალურგი" 2:0 დაამარცხა.

თამაშის მერე "ვოლინის" სამი ფეხბურთელი, ვლადიმირ პოლევოი, სერგეი კრავჩენკო და სანდრო "მაფიის" ტიპის საღამოს დაესწრნენ და გამარჯვება ასე აღნიშნეს. ეს ფოტო კი "ინსტაგრამზე" ერთ-ერთმა მათგანმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო კობახიძე მალე დაუბრუნდება "დნიპროს", რომელსაც ეკუთვნის და "ვოლინში" იჯარით თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული