ჰოლანდიის ჩემპიონატის სტარტი პოლიციელთა გაფიცვის გამო გადაიდება

AutoSharing Option
ჰოლანდიის ჩემპიონატის 2015/16 წლების სეზონი, რომელიც ოფიციალურად 7 აგვისტოს უნდა გახსნილიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის მიზეზი ქვეყანაში პოლიციელთა გაფიცვაა.

სამართალდამცველები ხელფასების მომატებას, სოციალურ შეღავათებსა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. გაფიცვა მომავალ უქმეებზე იგეგმება და შესაბამისად, ერედევიზიეს პირველი ტურის მატჩებზე წესრიგის დაცვაზე ვერავინ იზრუნებს.

გაფიცვის გამო უქმად ყოფნა გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილსაც მოუწევთ, რომელთა "ვიტესს" სტუმრად "ვილემ II"-თან კვირას, 9 აგვისტოს უნდა ეთამაშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული