"პაფოსის" რიგებში ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანა

AutoSharing Option
დღეისათვის ყველაზე "ქართული" გუნდი "პაფოსი" კვიპროსის ჩემპიონატისთვის ემზადება. პირველობა 22 აგვისტოს იწყება და "პაფოსი" პირველ ტურში აეკ-ს მასპინძლობს.

შეგახსენებთ, რომ "პაფოსში" 5 ქართველი თამაშობს: როინ კვასხვაძე, გია გრიგალავა, ლევან ხმალაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი.

"პაფოსი" ამხანაგურად შეხვდა "ერმისს" და 2:2 დაუზავდა. სასტარტო შემადგენლობაში ქართველთაგან გელაშვილმა, ხმალაძემ და გრიგალავამ ითამაშეს.

"პაფოსის" მეორე გოლი შეცვლაზე შესულმა გრიგალაშვილმა გაიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული