საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 7 აგვისტოს, ხარკოვის "მეტალისტთან" გამართულ შეხვედრაში (2:2) დიდებულად ითამაშა, რაც თამაშის შემდეგ როგორც "ვოლინის", ისე მეტოქე გუნდის მწვრთნელმაც აღნიშნა.
რაც მთავარია, სანდრომ ლუცკელთა ორივე გოლში შეიტანა წვლილი. აი, რას წერს Football.ua ქართველზე:
"ვოლინმა" მძლავრად დაიწყო, "მოტორი" კი კობახიძე იყო. უკვე მეორე წუთზე მან თავისი გუნდისთვის პენალტი მოიპოვა, რომელიც მატეიმ გოლად აქცია.
შეგახსენებთ, რომ დნეპროპეტროვსკის "დნიპრო", რომელსაც ეკუთვნის კობახიძე, იჯარით გაშვებული ქართველის უკან დაბრუნებაზე ფიქრობს.