ბაჩანა ცხადაძე კარიერას ალბანეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე (5 მატჩი ეროვნულ გუნდში) კარიერას ალბანურ "ფლამურტარიში" გააგრძელებს, სადაც ცოტა ხნის წინათ ასევე ნაკრებში ნათამაშები მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე (ბოლოს პოლონურ "იაგელონიაში" ირიცხებოდა) გადავიდა, ხოლო უფრო ადრე ეროვნული გუნდის კიდევ ერთი შემტევი ნიკოლოზ გელაშვილი აგორებდა ბურთს.

27 წლის ცხადაძემ ალბანურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას სხვა ვარიანტებიც ჰქონდა, კერძოდ - მოლდოვური "მილსამი", უკრაინული (ზაპოროჟიე) "მეტალურგი" და ორი პოლონური კლუბი - ზაბჟეს "გურნიკი" და "ლეჩნა", თუმცა, როგორც ჩანს, მისთვის ყველაზე მისაღები ალბანური პერსპექტივა აღმოჩნდა.

"ფლამურტარი" ალბანური
ფეხბურთის გრანდი არ არის. წინა სეზონში, 10-გუნდიან სუპერლიგაში, მე-6 ადგილზე გავიდა, თუმცა 2013/14 წლების სეზონში ქვეყნის თასს დაეუფლა და ევროპალიგაზე ორი მატჩის ჯამში დაამარცხა ბოლნისის "სიონი"...

გუნდის მწვრთნელია 57 წლის სტანისლავ ლევი - ჩეხი სპეციალისტი, რომელიც "ფლამურტარიში" ახლახან დაინიშნა, ხოლო მანამდე (2012-14) ვროცლავის (პოლონეთი) "შლასკში" მუშაობდა.

ეს კაცი იმითიცაა ჩვენთვის საინტერესო, რომ 90-ანი წლების ბოლოს, გერმანულ "ტენის ბორუსიაში" (მაშინ ეს გუნდი II ბუნდესლიგაში იყო) კახა კაჭარავას, გელა ინალიშვილისა და რევაზ არველაძის მწვრთნელი იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნუ ნერვიოლობთ,ცოტა ხანში აქ იქნება!საქმე იმაშია რომ იქაც ვერ თამაშობენ და სკამს ხეხავენ! ესეც აპიარებს, პოლონური და უკრაინული კლუბები ეპატიჟებოდნენ თურმე და ამან მაინც ალბანეთი არჩია!!)))
jino
00:57 14-08-2015
0
რავიცი,პროსტო არ მესმის ამ ხალხის.რას გაიგებ......
bacho
00:41 14-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული