ლეგიონი გუშინ: ირაკლი სირბილაძე ვერაფრით შეეწია...

AutoSharing Option
გუშინ, 19 აგვისტოს, ევროპაში "ქართულმა" გუნდებმა ითამაშეს.

ფინურ ვეიკაუსლიგაში "კოოტეპემ" "ინტერს" უმასპინძლა და შავი დღე აყარა - 4:1. მასპინძელთა ქართველი მცველი გიორგი ოსიტაშვილი თამაშში 76-ე წუთიდან ჩაერთო.

მიუხედავად იმისა, რომ "კოოტეპემ" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, ჯერაც სახიფათო ზონაშია - 12-გუნდიან უმაღლეს დივიზიონში ბოლოსწინა საფეხური უკავია.

"კუოპიომ" შინ უგოლო ფრე ითამაშა "მარიეჰამნთან" და მე-7 ადგილზე დარჩა. მასპინძელთა ქართველი ფორვარდი ირაკლი სირბილაძე თავიდან ბოლომდე მოედანზე იყო, თუმცა გუნდს ვერაფრით შეეწია.

ლატვიის ვირსლიგაში კი ერთ-ერთმა ლიდერმა "სკონტომ" ასევე 0:0 ითამაშა "დაუგავპილსთან", რომელსაც 16
ქულით უსწრებდა.

"სკონტოს" მწვრთნელი, მოგეხსენებათ, თამაზ პერტიაა, რომლის გუნდიც უკვე 5 ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ "ლიეპაიას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული