ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად საბა კვირკველიასა და ჯაბა ლიპარტიას გუნდები, შესაბამისად, ყაზანის "რუბინი" და ლუგანსკის "ზორია" იბრძოლებენ.
"რუბინის" მეტოქე მაკედონიური "რაბოტნიჩკია", რომელმაც, სხვათა შორის, ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპიდან შოთა არველაძის გაწვრთნილი "ტრაბზონსფორი" გამოთიშა. "რუბინი" პირველ მატჩს სტუმრად სკოპიეში გამართავს, კვირკველია კი სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება. მატჩი თბილისის დროით 22:00 სთ-ზე დაიწყება.
საათით ადრე ჯაბა ლიპარტიას გუნდი "ზორია" ცნობილი მიზეზების გამო ვარშავის "ლეგიას" უკრაინის დედაქალაქში უმასპინძლებს.
ევროპალიგა. პლეი-ოფი. პირველი მატჩები
20 აგვისტო
"რაბოტნიჩკი" (მაკედონია) - "რუბინი" (რუსეთი)
"ზორია" (უკრაინა) - "ლეგია" (პოლონეთი)
"ალტახი" (ავსტრია) - "ბელენენსეში" (პორტუგალია)
სტიაუა (რუმინეთი) - "რუსენბორგი" (ნორვეგია)
"ვიქტორია პლზენი" (ჩეხეთი) - "ვოივოდინა" (სერბეთი)
"იაბლონეცი" (ჩეხეთი) - "აიაქსი" (ჰოლანდია)
"მიოლდე" (ნორვეგია) - "სტანდარტი" (ბელგია)
"ჟილინა" (სლოვაკეთი) - "ბილბაო" (ესპანეთი)
"მილსამი" (მოლდოვა) - "სენტ-ეტიენი" (საფრანგეთი)
"იანგ ბოიზი" (შვეიცარია) - "ყარაბახი" (აზერბაიჯანი)
პაოკ-ი (საბერძნეთი) - "ბრონდბიუ" (დანია)
"ბორდო" (საფრანგეთი) - "ყაირათი" (ყაზახეთი)
"დინამო" მინსკი (ბელორუსი) - "ზალცბურგი" (ავსტრია)
"სლოვან ლიბერეცი" (ჩეხეთი) - "ჰაიდუკი" (ხორვატია)
"პანათინაიკოსი" (საბერძნეთი) - "გაბალა" (აზერბაიჯანი)
"ასტრა" (რუმინეთი) - "ალკმაარი" (ჰოლანდია)
"კრასნოდარი" (რუსეთი) - "ჰიკი" (ფინეთი)
"ლეხი" (პოლონეთი) - "ვიდეოტონი" (უნგრეთი)
"ატრომიტოსი" (საბერძნეთი) - "ფენერბაჰჩე" (თურქეთი)
"საუთჰემპტონი" (ინგლისი) - მიტიულანდი" (დანია)
ოდ-ი (ნორვეგია) - "დორტმუნდი" (გერმანია)
"თუნი" (შვეიცარია) - "სპარტა" პრაღა (ჩეხეთი).