"დნიპრომ" სანდრო კობახიძეს კოსტარიკელი ფეხბურთელი ამჯობინა

AutoSharing Option
უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" აღარ დაიბრუნებს იჯარით "ვოლინში" გაშვებულ სანდრო კობახიძეს და შესაბამისად, ეს უკანასკნელი კვლავაც ლუცკის გუნდის ღირსებას დაიცავს.

ბოლო ცნობებით, "დნიპრომ" მიაღწია შეთანხმებას კოსტა რიკის ნაკრების ნახევარმცველ ჯონ კაირო რუისსთან, რომელთანაც კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდება.

21 წლის კოსტარიკელმა, რომელიც "დნიპროს" ხელმძღვანელობამ კობახიძეს ამჯობინა, გასული სეზონი ბელგიურ "ოსტენდეში" გაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული