ფინეთის ჩემპიონატში ირაკლი სირბილაძის "კუოპიო" გასვლით შეხვედრაში "სეინაიოკს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. გამოცდილმა ქართველმა შემტევმა სრულად ითამაშა.
გიორგი მაკარიძის "ფეირენშე" პორტუგალიის რანგით მეორე დივიზიონის მორიგ ტურში "ფარენშეს" შეხვდა და დაუზავდა - 1:1. საქართველოს ნაკრების მეკარემ მინდორზე 90 წუთი გაატარა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"