ბერძნული პრესა ლორიას საკითხზე: "შოკი - მაისში აყვანილი მეკარე უგუნდოდაა"

AutoSharing Option
გიორგი ლორია პირეოსის "ოლიმპიაკოსმა" თავისუფალი აგენტის სტატუსით გაათავისუფლა და ახლა მას ნებისმიერ კლუბში შეუძლია გადასვლა, თანაც, ქართველ გოლკიპერს დრო შეზღუდული არა აქვს, მას შეუძლია 1-ლი სექტემბრის შემდეგაც გადასვლა სხვა გუნდში.

sportdog.gr წერს, რომ საფეხბურთო საბერძნეთის ისტორიაში არცთუ ჩვეულებრივი მოვლენა მოხდა - ლორია ხომ ახლახან გადავიდა "ოლიმპიაკოსში", სადაც ერთი ოფიციალური წუთიც კი არ უთამაშია.

"გიორგი ლორია "ოლიმპიაკოსმა" გუნდიდან გაუშვა - ეს სიახლე ნამდვილად სიურპრიზია. არა, იმიტომ კი არა, რომ ლორია სუპერფეხბურთელია, რომლის წასვლაც "ოლიმპიაკოსის" ბალანსს დაარღვევს. არა, რა თქმა უნდა.

მაგრამ, როცა
ფეხბურთელი 2-წლიან კონტრაქტს აფორმებს 7 მაისს და 26 აგვისტოს კონტრაქტი წყდება, ეს არ არის ყველაზე ჩვეულებრივი რამ, რაც ფეხბურთში ხდება ხოლმე.

"ოლიმპიაკოსის" კარში კაპინო და რობერტო სავსებით საკმარისია, რომ გუნდმა სეზონი წარმატებულად ითამაშოს. ლორიას კი მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე მოუწევდა ყოფნა", - წერს საიტი.

newsit.gr წერს, რომ ლორიამ გასულ სეზონში ისეთი კარგი თამაში აჩვენა ოფი-ს შემადგენლობაში, რომ მას კლუბის მოძებნა არ უნდა გაუჭირდეს.

შეგახსენებთ, რომ მისით "ტრაბზონსფორის" თავკაცი შოთა არველაძე იყო დაინტერესებული, მაგრამ ახლა ეს საკითხი გაყინულია.

ბოლოს მედიაში აქტუალურია "ლევადიაკოსის" ქართველი გოლკიპერით დაინტერესების თემა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული