sportdog.gr წერს, რომ საფეხბურთო საბერძნეთის ისტორიაში არცთუ ჩვეულებრივი მოვლენა მოხდა - ლორია ხომ ახლახან გადავიდა "ოლიმპიაკოსში", სადაც ერთი ოფიციალური წუთიც კი არ უთამაშია.
"გიორგი ლორია "ოლიმპიაკოსმა" გუნდიდან გაუშვა - ეს სიახლე ნამდვილად სიურპრიზია. არა, იმიტომ კი არა, რომ ლორია სუპერფეხბურთელია, რომლის წასვლაც "ოლიმპიაკოსის" ბალანსს დაარღვევს. არა, რა თქმა უნდა.
მაგრამ, როცა
"ოლიმპიაკოსის" კარში კაპინო და რობერტო სავსებით საკმარისია, რომ გუნდმა სეზონი წარმატებულად ითამაშოს. ლორიას კი მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე მოუწევდა ყოფნა", - წერს საიტი.
newsit.gr წერს, რომ ლორიამ გასულ სეზონში ისეთი კარგი თამაში აჩვენა ოფი-ს შემადგენლობაში, რომ მას კლუბის მოძებნა არ უნდა გაუჭირდეს.
შეგახსენებთ, რომ მისით "ტრაბზონსფორის" თავკაცი შოთა არველაძე იყო დაინტერესებული, მაგრამ ახლა ეს საკითხი გაყინულია.
ბოლოს მედიაში აქტუალურია "ლევადიაკოსის" ქართველი გოლკიპერით დაინტერესების თემა.