gazzetta.gr: გიორგი ლორია ახალ კლუბს უკვე შეუთანხმდა

AutoSharing Option
gazzetta.gr-ს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ "ოლიმპიაკოსის" კონტრაქტისგან გათავისუფლებული გიორგი ლორია კარიერას საბერძნეთში არ გააგრძელებს.

"წითლებში" სტეფანოს კაპინოს მისვლამ და რობერტოს გადაწყვეტილებამ, დარჩეს "ოლიმპიაკოსში", აიძულა ქართველი გოლკიპერი გიორგი ლორია, კლუბიდან გათავისუფლება მოეთხოვა. რამდენიმე დღის წინ ასეც მოხდა, მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს.

ბოლო დღეებში ყველაზე მეტად "ლევადიაკოსი" აქტიურობდა და სურდა ოფი-ს ყოფილი გოლკიპერის დამატება, მაგრამ ამ უკანასკნელის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება ბერძნულ კლუბს არ შეუძლია.

ამიტომაც ლორია კარიერას საზღვარგარეთ გააგრძელებს. როგორც თავად განაცხადა, ის უკვე შეუთანხმდა ერთ-ერთ უცხოურ კლუბს, სადაც კარიერას გააგრძელებს", - წერს
ბერძნული გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საფრანგეთის ლიგა 1 ში გაასწორებდა
ujarevili
18:10 28-08-2015
0

სიახლეები პოპულარული