ექსკლუზივი: ლაშა დვალმა "დუისბურგთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
20 წლის ქართველი მცველი ლაშა დვალი მეორე ბუნდესლიგაში იასპარეზებს.

ახალგაზრდა მცველმა რამდენიმე წუთის წინ კონტრაქტი მეორე ბუნდესლიგის ბინადარ "დუისბურგთან" გააფორმა.

ლაშა დვალი გერმანიაში თავის აგენტთან, ლევან სილაგაძესთან ერთად იმყოფება. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა Sportall.ge უმოკლეს დროში გაარკვევს დეტალებს და მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.

"დუისბურგი" 5 ტურის შემდეგ, ორი ქულით, ცხრილის მე-17 ადგილზე იმყოფება.

დვალი აქამდე "ქასიმფაშას" ღირსებას იცავდა, ხოლო მანამდე ახალგაზრდა ქართველი მცველი "სკონტოსა" და "რედინგში" ირიცხებოდა.

"ქასიმფაშას" შემადგენლობაში დვალმა სულ 10 მატჩი ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლიჟბი აქედან გაიქცნენ და დაბალ ლიგებში მომაკვდავ კლუბებში ირიცხებიან სამწუხაროდ და იქაც სკამს ხეხავენ! ნაკრებს შედეგი როგორ უნდა ქონდეს ამათ შემხედვარე.....
garika-ashota
16:49 31-08-2015
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული