"რეიმსის" პრეზიდენტი: ჯაბა კანკავას 2013 წლიდან ვაკვირდებოდით...

AutoSharing Option
ფრანგული "რეიმსის პრეზიდენტმა ჟან-პიერ კაილომ განაცხადა, რომ ჯაბა კანკავასი ეიმედება. მან ასევე აღნიშნა, რომ გუნდის ხელმძღვანელობა საქართველოს ნაკრების კაპიტანს ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდა.

"2013 წელს უკვე ვიცოდით, რომ კრიხოვიაკი ჩვენთან აღარ ითამაშებდა. ჩვენ საფუძვლიანად ვაკვირდებოდით კანკავას. ვნახეთ მისი თამაში როგორც საფრანგეთის ნაკრებთან, ისე "დნიპროს" შემადგენლობაში, "სენტ ეტიენთან" და ევროპალიგის ფინალში, "სევილიასთან".

კრიხოვიაკი და კანკავა ჩვენთვის განსხვავებული მოთამაშეები არიან. პოლონელი ჩვენთან იქცა მაღალი კლასის ფეხბურთელად, კანკავა კი "რეიმსს" თამაშის გაუმჯობესებაში უნდა დაეხმაროს.

ჩვენ ერთხელ უკვე შევცდით. ეს მოხდა ებრაელი ატარის შემთხვევაში.
მან ვერა და ვერ გაიარა ადაპტაცია.

რაც შეეხება კანკავას, გვჯერა, მასთან დაკავშირებით იგივე არ განმეორდება.

ჯაბა უკვე სწავლობს ფრანგულს და რამდენიმე სიტყვასაც ამბობს. ჩვენ კანკავა რომ შევიძინეთ, გადამწყვეტი არ ყოფილა ის ფაქტი, რომ მან კიევის "დინამოს" ფეხბურთელის, ოლეგ გუსევის სიცოცხლე იხსნა, მაგრამ ეს შემთხვევაც ადასტურებს, რომ ჩვენი გუნდის ახალწვეული შესანიშნავი ადამიანია", - თქვა "რეიმსის" პრეზიდენტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული