გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვში" გადადის

AutoSharing Option
რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების გოლკიპერი გიორგი ლორია რუსული პრემიერლიგის "კრილია სოვეტოვში" გადადის.

როგორც ჩანს, "კრილია სოვეტოვი" კიდევ ერთ ლეგიონერს, მეკარეს დაიმატებს. ეს იქნება საქართველოს ნაკრების 29 წლის გოლკიპერი გიორგი ლორია. სატრანსფერო ფანჯარა კი დაიხურა, მაგრამ რუსულ კლუბებს კიდევ შეუძლიათ უცხოელი თავისუფალი აგენტების დამატება.

"კრილია" მუშაობს საქართველოს ნაკრების მეკარის ტრანსფერზე და მზად არის, ის ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანოს. მეკარე თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემატება. ახლა მიდის საბუთების გაფორმების და ფეხბურთელისთვის ვიზის მინიჭების პროცესი. კლუბს იმედი აქვს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება,
რადგან მოესწროს ფეხბურთელის დამატება განაცხადში", - განაცხადა "Р-Спорт"-თან საუბარში კლუბის ინკოგნიტო წარმომადგენელმა.

გიორგი ლორიამ გასული სეზონი ოფი-ში გაატარა, შემდეგ "ოლიმპიაკოსში" გადავიდა, მაგრამ აგვისტოს ბოლოს, კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კონტრაქტი გაწყვიტა.

სამარის "კრილია სოვეტოვი" 10 ქულით მე-7 ადგილზეა. გუნდის ძირითადი მეკარე ევგენი კონიუხოვია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძაან კარგი მტავარია ითამაშოს რუსეთის ჩემპიონატი ძლიერი ჩემპიონატია მეკარისტვის არაა ცუდი ნამდვილად
Zviad
03:07 05-09-2015
0
შაკო იქნებ ფეხბურთის მაგარი მცოდნე ხარ...მაშინ მითხარი საქართველოს ნაკრების პირველი მეკარისთვის კლუბში მეორე მეკარედ მისვლა როგორია? მე გეტყვი, ეგ იმას ნიშნავს რო ნაკრებში საერთოდ არასდროს გამოიძახებენ და ჩვენთვის დაიკარგება..ახლაც პატივის მის გამო გამოიძახეს..
კახა
02:02 05-09-2015
0

სიახლეები პოპულარული