მეორე ბუნდესლიგის "დუისბურგში" ლაშა დვალს გიორგი ჭანტურიაც შეუერთდება

AutoSharing Option
გერ­მა­ნუ­ლი "დუ­ის­ბურ­გის" (II ბუნ­დეს­ლი­გა) შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის 20 წლის მცვე­ლის, ლა­შა დვა­ლის დე­ბი­უ­ტი შედ­გა. "ზებ­რე­ბი" ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რა­ში და­უ­პი­რის­პირ­დ­ნენ ლი­ე­ჟის "სტან­დარდს", რო­მელ­საც სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი ბელ­გი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი და წარ­სულ­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვი მარ­ჯ­ვე­ნა მცვე­ლი ერიკ გე­რეტ­სი წვრთნის.

ბელ­გი­ე­ლებ­მა 3:1 მო­ი­გეს, დვალ­მა კი მინ­დორ­ზე მთე­ლი მე­ო­რე ტა­ი­მი გა­ა­ტა­რა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­სი წი­ნა კლუ­ბი იყო თურ­ქუ­ლი "ქა­სიმ­ფა­შა", სა­დაც შო­თა არ­ვე­ლა­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით თა­მა­შობ­და.

ქარ­თ­ვე­ლე­ბი­სა და "დუ­ის­ბურ­გის" თე­მას გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას შე­საძ­ლო ტრან­ს­ფე­რით ვაგ­რ­ძე­ლებთ. თით­ქ­მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის 22 წლის შემ­ტე­ვი კა­რი­ე­რას სწო­რედ ამ გერ­მა­ნულ კლუბ­ში გა­აგ­რ­ძე­ლებს.

ეს
ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში თა­ვად ფეხ­ბურ­თელ­მა და­ა­დას­ტუ­რა.

იმე­დია, ტრან­ს­ფე­რი შედ­გე­ბა და ამით წერ­ტი­ლი და­ეს­მე­ბა გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბას ჭან­ტუ­რი­ას კა­რი­ე­რა­ში, რაც, ერ­თი მხრივ, თა­ვად ფეხ­ბურ­თელ­საც აზა­რა­ლებს და თან ვერც ქვეყ­ნის მთა­ვა­რი გუნ­დი იყე­ნებს მის პო­ტენ­ცი­ალს.

ბო­ლოს ჭან­ტუ­რია რუ­მი­ნულ "კლუჟ­ში" ირ­ჯე­ბო­და. ვიდ­რე "დუ­ის­ბურ­გის" ვა­რი­ან­ტი გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და, მის გა­და­ბი­რე­ბას იტა­ლი­უ­რი სე­რია A-ს კლუ­ბე­ბი - "ემ­პო­ლი", "ბო­ლო­ნია" და "ფრო­ზი­ნო­ნე" ცდი­ლობ­დ­ნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალია სამცუხაროა, ევროპაში ცასული ჩვენი ფეხბურთელები,მცირე გამონაკლისის გარდა , იგივე დაგმა სვლის გზას გადიან და ბოლოს რუსეთის დაბალი ლიგის გუნდებში ხვდებიან
Unknown
14:11 08-09-2015
0
ვა მანდ რა გინდა ბრატ დილის 6.00 უნდა ადგე კოველ გდე და კვირაში 4 ჯერ ვარჯიშობენ!
jano
13:26 08-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული