ბელგიელებმა 3:1 მოიგეს, დვალმა კი მინდორზე მთელი მეორე ტაიმი გაატარა. შეგახსენებთ, რომ მისი წინა კლუბი იყო თურქული "ქასიმფაშა", სადაც შოთა არველაძის ხელმძღვანელობით თამაშობდა.
ქართველებისა და "დუისბურგის" თემას გიორგი ჭანტურიას შესაძლო ტრანსფერით ვაგრძელებთ. თითქმის გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევი კარიერას სწორედ ამ გერმანულ კლუბში გააგრძელებს.
ეს
იმედია, ტრანსფერი შედგება და ამით წერტილი დაესმება გაურკვევლობას ჭანტურიას კარიერაში, რაც, ერთი მხრივ, თავად ფეხბურთელსაც აზარალებს და თან ვერც ქვეყნის მთავარი გუნდი იყენებს მის პოტენციალს.
ბოლოს ჭანტურია რუმინულ "კლუჟში" ირჯებოდა. ვიდრე "დუისბურგის" ვარიანტი გამოჩნდებოდა, მის გადაბირებას იტალიური სერია A-ს კლუბები - "ემპოლი", "ბოლონია" და "ფროზინონე" ცდილობდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"პროგრესი" თვალშისაცემია...