აგვისტოს სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
ჩვენი საიტი აბრუნებს რუბრიკას "თვის სამი საუკეთესო ლეგიონერი", რომელიც საკლუბო პირველობებზე პაუზის გამო ივნისსა და ივლისში არ გამოქვეყნებულა. ვინაიდან ზოგან პირველობა ივლისში დაიწყო, ლეგიონერებს ეს თამაშებიც მივათვალეთ.

გთავაზობთ აგვისტოს თვის სამ საუკეთესო ლეგიონერს.

9 ქულით იმარჯვა "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ, 5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა "ორჰუსის" ფორვარდი მათე ვაწაძე, 2 ქულით მესამეა უკრაინული "ვოლინის" ნახევარმცველი სანდრო კობახიძე.

პირველი ადგილი
გურამ კაშია - ვიტესი (ჰოლანდია), 28 წლის, 6 თამაში, 1 გოლი.

არნემის "ვიტესის" კაპიტანი ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია ჯერჯერობით, საშუალო შეფასებების მიხედვით.
მან "კამბურის" კარში გოლის გატანაც მოახერხა.

მეორე ადგილი
მათე ვაწაძე - ორჰუსი (დანია), 26 წლის, 6 თამაში, 3 გოლი.

დანიის რანგით მეორე დივიზიონის ბომბარდირმა არც სუპერლიგაში შეირცხვინა თავი, მის ანგარიშზე უკვე სამი გოლია, აქედან დუბლი "ბრონდბიუს" კარში.

მესამე ადგილი
სანდრო კობახიძე - ვოლინი (უკრაინა), 28 წლის, 6 თამაში, 2 გოლი.

სანდრო ძალიან კარგად ათამაშდა "ვოლინში", სადაც ის იჯარითაა. ის გუნდის ლიდერია, ორი გოლიც გაიტანა და ალბათ, "დნიპროში" დაბრუნება დაიმსახურა.

ჩვენი ნომინანტები თვის ლეგიონერობაზე ასევე იყვნენ ნუკრი რევიშვილი (მორდოვია), ჯაბა კანკავა (დნიპრო, რეიმსი) და ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი).

გთავაზობს 2015 წლის თვეების გამარჯვებულებს:

იანვარი
1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. ელგუჯა გრიგალაშვილი, 3. ლევან მჭედლიძე.

თებერვალი
1. ჯაბა კანკავა, 2. ვაკო ყაზაიშვილი, 3. გიორგი მერებაშვილი.

მარტი
1. ლევან მჭედლიძე, 2. ვაკო ყაზაიშვილი, 3. ჯანო ანანიძე

აპრილი
1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. მათე ვაწაძე, 3. ჯაბა კანკავა.

მაისი
1. ვაკო ყაზაიშვილი, 2-3. ჯაბა კანკავა და ლევან მჭედლიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული