გურამ კაშია: ჰოლანდია უკვე საქართველოზე კარგად ვიცი

AutoSharing Option
ჰოლანდიურმა "ალგემეენ დაგბლადმა" (ad.nl) გურამ კაშია გაზეთის ვერსიით ერედივიზიეს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზით დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთი ჩემპიონატის ყოველ მატჩში მოთამაშეებს შეფასებებს უწერს.

საშუალო შეფასებით კი, კაშია პირველ ადგილზე გავიდა - 7,25 ბალი. კაშიამ მე-4 ტურში "კამბურის" კარში გოლიც გაიტანა და ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

"ვიტესში" ბევრი რამ შეიცვალა, თითქმის ყველაფერი, მაგრამ უცვლელია გურამ კაშია. ქართველმა კაპიტანმა ამას წინათ სურვილი გამოთქვა, რომ კიდევ დიდხანს დარჩეს არნემში", - წერს გაზეთი.

"ჩემი მეუღლე მსაყვედურობს, რომ ჰოლანდიას უკვე
საქართველოზე კარგად ვიცნობ. ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც ცვლილებას იოლად არ ეგუება, მაგრამ აქ უკვე ყველაფერი ვიცი, მთელი ჰოლანდია შემოვიარე, ამინდიც კი ვიცი, სად როგორია.

ნაკრების თამაშიდან ჩამოვედი. ირლანდიაში ნახევარდაცვაში ვითამაშე, მაგრამ ქვეყანას სადაც დავჭირდები, იქ ვემსახურები.

არნემში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, როგორც შინ. მიყვარს აქ ხეტიალი და ყავის სმა კაფეში, აქ ხომ ყველა მიცნობს.

რაც შეეხება ჯილდოს, ეს ჩემი მონაპოვარი არაა მხოლოდ, მთელი გუნდის დამსახურებაა", - განაცხადა AD Sportwereld-თან ინტერვიუში კაშიამ, რომელიც "ვიტესში" მეექვსე სეზონს ატარებს.

შეგახსენებთ, რომ ახლახან ჩვენმა საიტმა კაშია აგვისტოს თვის სამ ქართველ ლეგიონერში პირველ ნომრად შეიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყაზაიშვილი ანანიძე ოქრიაშვილი კაშია მჭედლიძე ნავალოვსკი მომავალი ნავალოვსკი ნაკლებად ასაკიდან გამომდინარე მაგრამ კარგა ხანს იომებს. ლორია ხიზანა ... დანარჩენებს წარმატებები ლორია და ხიზანა ... არ უნდა ბევრი ლაპარაკი
0
Mეტი ცუდი სიტყვები სადაა და სალანძღავი ფრაზები?გავასწოროთ მიწასთან ჩვენი თანამემამულე!ვაი ჩვენს პატრონს უბედურს!
zviadi
23:00 10-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული