ლეგიონის უქმეები: კაშიას, გელაშვილისა და ძიძიგურის გოლები [VIDEO]

AutoSharing Option
გურამ კაშია ჰოლანდიის ერედივიზიეს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, კაშიამ სექტემბერიც მხნედ დაიწყო - "უტრეხტის" კარში კუთხური გოლად აქცია ახლო მანძილიდან დარტყმით. ეს მისი მეორე გოლია ჩემპიონატში, სამწუხაროდ, მას მხარი ვერ აუბა "ვიტესმა", რომელიც დამარცხდა.

გოლებით თავი გამოიჩინეს ნიკოლოზ გელაშვილმა და ლაშა ძიძიგურმა გაიტანეს.

იტალია. სერია A. ლევან მჭედლიძე სულ მცირე, სამ კვირას გამოტოვებს ტრავმის გამო, ამიტომ ის "ნაპოლისთან" შეხვედრაში არ ყოფილა.

ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძემ სრულად ითამაშა "ტუტოკუოიუს" შემადგენლობაში, მისი გუნდი სტუმრად "პონტედერას" დაუზავდა - 0:0.

გერმანია. II ბუნდესლიგა.
"ფრაიბურგმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "კაიზერსლაუტერნი". გამარჯვებულთა რიგებში 78-ე წუთზე გამოჩნდა ლუკას ჰუფნაგელი.

III ბუნდესლიგა. "ზონენჰოფთან" 0:4 წაგებულ შეხვედრაში გიორგი პაპუნაშვილი "ვერდერის" მეორე გუნდის განაცხადში არ ყოფილა

საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავა სათადარიგო იყო, მისი "რეიმსი" კი სტუმრად "ტულუზს" დაუზავდა - 2:2.

ლიგა 2. ამირან სანაია კვლავ არ იყო "პარიზის" განაცხადში, რომელიც სტუმრად "კლერმონს" დაუზავდა - 1:1.

ინგლისი. ჩემპიონშიპი. აკაკი გოგიას არ უთამაშია "ლიდსი"-"ბრენტფორდის" მატჩში.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა. "პორტიმონენშესა" და "ფეირენშეს" მატჩში (2:2) სტუმართა კარს გიორგი მაკარიძე იცავდა. ორიდან ერთი გოლი მას პენალტით გაუტანეს.

ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" სტუმრად 2:0 დაამარცხა "სანტა კლარა", ავთო 75-ე წუთზე შეცვალეს.

ჰოლანდია. ერედივიზიე. ქართველთა "ვიტესი" "უტრეხტთან" სტუმრად 1:2 დამარცხდა. გურამ კაშიამ მე-19 წუთზე ანგარიში 1:1 გახადა. ვაკო ყაზაიშვილი პირველი ტაიმის მერე გამოცვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბელგია. ჟუპილერლიგა.
ქართველთა "გენკი" სტუმრად "ანტერლეხტთან" 0:0-ს გამორჩა. თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე მხოლოდ 88-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ლუკა ზარანდია ტრავმირებულია.

I ლიგა. "რუზელარესა" და "ტუბიცეს" შეხვედრაში (0:0) ლევან შენგელია 61-ე წუთზე გამოჩნდა სტუმართა რიგებში.

თურქეთი. სუპერლიგა. "რიზესფორი" 1:1 დაუზავდა "სივასს", მასპინძელთა რიგებში სათადარიგო იყო ნიკა ძალამიძე.

I ლიგა. ალეკო ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშა "ქარშიაქას" რიგებში. მისი გუნდი სტუმრად "ბოლუსფორს" დაუზავდა - 1:1. "ქარშიაქა" 4 ტურის მერე ხუთი ქულა აქვს და ცხრილის შუაშია.

საბერძნეთი. სუპერლიგა. გიორგი მერებაშვილი "ვერიას" განაცხადში არ იყო პაოკ-თან 0:3 წაგებულ თამაშში.

დანია. სუპერლიგა. ქართველთა "ორჰუსი" სტუმრად "ჰობროსთან" 1:2 დამარცხდა. მათე ვაწაძე, რომელსაც პირველ ტაიმში გოლი არ ჩაუთვალეს, 79-ე წუთზე შეცვალეს, დავით სხირტლაძე სათადარიგო იყო.

რუსეთი. პრემიერლიგა. საბა კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა "რუბინის" შემადგენლობაში "ლოკომოტივთან" მატჩში (3:1) და ძალიან მაღალი შეფასება მიიღო "ჩემპიონატისგან" - 8 ბალი.

"სპარტაკი"-"როსტოვი" 1:0. ჯანო ანანიძეს არ უთამაშია, რადგან ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. "ტერეკმა" სტუმრად 2:0 მოუგო "ანჟის", თედორე გრიგალაშვილი (სათადარიგო) კვლავ ელის გროზნოს კლუბში დებიუტს.

უკრაინა. პრემიერლიგა. დავით თარგამაძის "ოლექსანდრია" სტუმრად "დინამოსთან" 0:3 დამარცხდა. თარგამაძე მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა.

ტრავმირებული სანდრო კობახიძის გარეშე მოთამაშე "ვოლინმა" ოდესაში "ჩერნომორეცი" 2:1 დაამარცხა. წაგებულთა რიგებში დავით ხოჭოლავამ 90 წუთი (გაფრთხილება) ითამაშა, ხოლო გიორგი გადრანი 87-ე წუთზე გამოჩნდა.

ქართული დუელი არ შედგა ლვოვში, სადაც "კარპატი" 1:1 დაუზავდა "ზორიას". ბუბა დაუშვილი მასპინძელთა რიგებში სათადარიგო იყო, ხოლო სტუმარი ჯაბა ლიპარტია მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. "პოგონმა" 3:1 დაამარცხა ლიდერი "პიასტი", მასპინძელთა რიგებში ლადო დვალიშვილი 58-ე წუთზე გამოჩნდა. "პოგონი" მეორე ადგილზე გადავიდა.

I ლიგა. "ზავიშა"-"კატოვიცე" - 2:1, გიორგი ალავერდაშვილი მასპინძელთა განაცხადში არ იყო.

ჩეხეთი. ლევან ყენია სათადარიგო იყო "სლავიასა" და "მლადა ბოლსელავის" შეხვედრაში - 1:1.

ნორვეგია. "სტაბეკი" ლიდერ "როსენბორგთან" 0:1 დამარცხდა. გიორგი გოროზია 62-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

კვიპროსი. უჩა ლობჟანიძემ ტრადიციულად, 90 წუთი ითამაშა "ომონიას" რიგებში, რომელიც შინ "დოქსას" დაუზავდა - 1:1.

"პაფოსმა" "არისს" 3:0 მოიგო, დიდებულად ითამაშა ნიკოლოზ გელაშვილმა, რომელმაც თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა კვიპროსის ჩემპიონატში და ამის გარდაც, რამდენჯერმე მწვავედ დაემუქრა სტუმართა კარს. გელაშვილი 76-ე წუთზე შეცვალეს. კარგად ითამაშა მასპინძელთა გოლკიპერმა როინ კვასხვაძემაც. შეუცვლელად ითამაშეს ელგუჯა გრიგალაშვილმა და გია გრიგალავამ, ლევან ხმალაძე სათადარიგო იყო. "პაფოსმა" ჩემპიონატში პირველი ქულები მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თემურ ქეცბაიას
აპოელ-ი აეკ-ს დაუზავდა - 2:2.

"ანორთოსისმა" 3:0 დაამარცხა "ახნასი", გამარჯვებულთა რიგებში შეცვლაზე ითამაშეს გიორგი აბურჯანიამ (73-ე წუთიდან) და ირაკლი მაისურაძემ (46-ე წუთიდან). "ანორთოსისი" ერთადერთი გუნდია კვიპროსში, რომელიც სამი ტურის მერე უდანაკარგოა.

ავსტრია. რეგიონალლიგა. "კიცბიუელი" შინ "ეუგენდორფთან" დამარცხდა, მე-17 წუთზე მასპინძლები ლაშა ძიძიგურმა დააწინაურა, მაგრამ შემდეგ მათ სამი გოლი გაუშვეს - 1:3.

ალბანეთი. "ფლამურტარი"-"ლაჩი" - 0:0. გიორგი ფოფხაძე და ბაჩანა ცხადაძე სასტარტოში იყვნენ.

ბელარუსი. "ვიტებსკი"-"სლავია" - 0:0. "სლავიაში" ქართულ ტრიოს (ჩიგოევი, წულუკიძე, აფხაზავა) არ უთამაშია.

ლიტვა. "ტრაკაიმ" 5:0 გაანადგურა "სპირისი", მასპინძელთა რიგებში 68-ე წუთზე გამოჩნდა ნიკა აფაქიძე. 25 ტურის მერე "ტრაკაი" 59 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ "ჟალგირისს" 5 ქულით ჩამორჩება.

ლატვია. თამაზ პერტიას "სკონტომ" სტუმრად მოუგო "სპარტაკსს" - 3:1. "სკონტო" 33 ქულით მეორე ადგილზეა.

ესტონეთი. "ფლორამ" "სილამიაეს" 3:1 მოუგო, გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ზაქარია ბეგლარიშვილმა, წაგებულთა შორის ორი გოლი გაიტანა ირაკლი ჩემინავამ (რუსეთის მოქალაქეა), ერთი მეტოქის და ერთიც თავის კარში. 28 ტურის მერე, "ფლორა" 63 ქულით ლიდერია, "სილამიაე" 45 ქულით მე-5 ადგილზეა.

მოლდოვა. ქართველთა "საქსანი" შინ 0:3 დამარცხდა "აკადემიასთან". ირაკლი გოგინაშვილმა 90 წუთი ითამაშა, გიორგი სარჯველაძემ - 24-ე წუთიდან.

აზერბაიჯანი. ნუგზარ კვირტიას აზალ-ი ესტუმრა "ქიაფაზს" და 0:1 დამარცხდა. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა, ის ერთხელ სახიფათოდ დაემუქრა მასპინძელთა კარს, თამაში კი გაფრთხილებით დაასრულა. აზალ-ის ახალწვეულ სანდრო გურულს არ უთამაშია.

ზაურ სვანაძის "ინტერმა" 2:1 დაამარცხა "გაბალა", რომელიც ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. დაცვის ცენტრში კვლავ ლაშა კასრაძისა და ზურაბ ხიზანიშვილის დუეტი მოქმედებდა, ნახევარდაცვაში - ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ლომაია სათადარიგო იყო.

სომხეთი. ირაკლი კვეკვესკირის (90 წ) "მიკა" სტუმრად "ალაშკერტთან" 0:2 დამარცხდა.

გოგიტა გოგატიშვილის (74-ე წუთზე შევიდა) "განძასარმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ბანანცი".

"ულისი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "პიუნიკთან". ბესიკ ჩიმაკაძე და გიორგი კაჭკაჭიშვილი სასტარტოში იყვნენ.

უზბეკეთი. ჩემპიონატის ცენტრალურ დაპირისპირებაში "ფახთაქორმა" 2:1 მოუგო "ლოკომოტივს" და 21 ტურის მერე, უკვე 5 ქულით უსწრებს კონკურენტს. გუნდის კაპიტანმა კახა მახარაძემ 90 წუთი ითამაშა.

აშშ. ჩრდილო ამერიკის სოკერ ლიგა. "სან ანტონიომ" 2:0 მოუგო "ინდი ილევენს", გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ზურაბ ცისკარიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძიძიგურის ვიდეო,
https://www.youtube.com/watch?v=J_dgu1kWqCs
Javier-Albert
18:33 24-05-2016
0
ვერ გამიგია, რა უნდოდა საფრანგეთში კანკავას,კარგ გუნდში იკო თამაშობდა ძირითადში,აფასებდნენ
Unknown
15:42 14-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული