"ანორთოსისის" ფანებმა თემურ ქეცბაიას პლაკატები დახიეს

AutoSharing Option
თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონ აპოელ-ის თავკაცია და სულ მალე მას პირველი სერიოზული გამოცდა ელის ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "შალკესთან" მატჩში.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაია ფამაგუსტას "ანორთოსისის" ლეგენდაა, როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი. ალბათ, საინტერესოა, როგორ შეხვდნენ ამ კლუბის ფანები მის აპოელ-ში დანიშვნას. როგორც ჩანს, არცთუ კარგად. ამის შესახებ karampinato.com იუწყება.

"თემურ ქეცბაია "ანორთოსისის" ფანებისთვის უკვე ყოფილი გმირია, მისი პოსტერები ამოღებულია ხმარებიდან, ზოგიერთებზე კი მისი სახე გადაშლილია.

ქართველის მთელი ღვაწლი ერთ ღამეში გაქრა, რაც ის მოსისხლე მტერის ბანაკში გადავიდა", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამას ვინც წერთ, ხართ შურიანი მეტი არაფერი.
nago
10:21 16-09-2015
0
ამას ვინც წერთ, ხართ შურიანი მეტი არაფერი.
nago
10:21 16-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული