"ანორთოსისის" ფანებმა თემურ ქეცბაიას პლაკატები დახიეს

AutoSharing Option
თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონ აპოელ-ის თავკაცია და სულ მალე მას პირველი სერიოზული გამოცდა ელის ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "შალკესთან" მატჩში.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაია ფამაგუსტას "ანორთოსისის" ლეგენდაა, როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი. ალბათ, საინტერესოა, როგორ შეხვდნენ ამ კლუბის ფანები მის აპოელ-ში დანიშვნას. როგორც ჩანს, არცთუ კარგად. ამის შესახებ karampinato.com იუწყება.

"თემურ ქეცბაია "ანორთოსისის" ფანებისთვის უკვე ყოფილი გმირია, მისი პოსტერები ამოღებულია ხმარებიდან, ზოგიერთებზე კი მისი სახე გადაშლილია.

ქართველის მთელი ღვაწლი ერთ ღამეში გაქრა, რაც ის მოსისხლე მტერის ბანაკში გადავიდა", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აუ, რა მომხდარა
giorgi
20:05 15-09-2015
0
ქეცბა ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.ზედიზედ მესამე კლუბით თამაშობ ევრო ტურნირზე რაც არცერთ ქართველ მწვრთნელს არ მიუღწევია..გისურვებ წარმატებებს..
idumleli
20:32 15-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული