გურამ კაშია: ახალი მინდორი ზუსტად ისეთია, მე რომ მიყვარს

AutoSharing Option
არნემის "ვიტესი", სადაც გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ, ჰოლანდიის ერედივიზიეში გახდა პირველი კლუბი, რომელმაც უახლესი ტექნოლოგიის მინდვრის ჰიბრიდული საფარი დააგო.

ზუსტად ასეთივე საფარი დაიგო "ვიტესის" საწვრთნელ ბაზაზეც.

აი, რა განაცხადა კაპიტანმა კაშიამ ამ საფარზე: "მინდვრის საფარი ფანტასტიკურია. ის ზუსტად შეეფერება ჩვენ სათამაშო სტილს. მინდორი ძალიან სწორი და "სწრაფია", ჩვენც სწორედ ეს გვინდა.

ჩვენ ბურთის დაჭერაზე და სწრაფ შეტევებზე ვაკეთებთ აქცენტს, რაშიც ახალი საფარი აუცილებლად დაგვეხმარება. მე ძალიან მიყვარს "სწრაფ" მინდორზე თამაში.

ბურთი უფრო სწრაფად გადაადგილდება, ტემპი
უკეთესია და ფანებიც უკეთეს ფეხბურთს ნახავენ. მე ძალიან მიყვარს ორთაბრძოლები, ეს ყველამ იცის, ახალი საფარი კი ამაშიც ძალიან მაგარია".

20 სექტემბერს "ვიტესს" დერბი აქვს "გრააფსჰაფთან". ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია ორივე სავარაუდო შემადგენლობაშია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერ გავიგე ხელოვნურია თუ ბუნებრივი?
0
საინტერესოა რაარის ასეთი
Irakli 88
12:27 20-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული