![](https://sportall.ge/pictures/image31/6730b97bd676a6442c05cca17438cc54.jpg)
იტალია. სერია A. ლევან მჭედლიძეს კიდევ ორი კვირა მაინც სჭირდება მოედანზე დასაბრუნებლად. ასე რომ, "ემპოლის" ფორვარდი "უდინეზესთან" შეხვედრაში არ გამოჩენილა.
ლეგა პრო. "ტუტოკუოიო" შინ 0:1 დამარცხდა "არეცოსთან", ირაკლი შეყილაძემ 90 წუთი ითამაშა.
გერმანია. II ბუნდესლიგა. "არმინიასთან" საშინაო მატჩში "ფრაიბურგი" 0:2 მარცხდებოდა, როცა მე-60 წუთზე შტრაიხმა მოედანზე ქართველი ლუკას ჰუფნაგელი შეუშვა. ჩვენებურმა მასპინძლების თამაში გამოაცოცხლა, ხოლო ბოლო წუთზე თავისი პირველი გოლი გაიტანა "ფრაიბურგში" და გუნდს ქულა გადაურჩინა - 2:2, რითაც
ბოლოადგილოსანი "დუისბურგი" შინ 0:1 დამარცხდა "ფრანკფურტთან", ლაშა დვალი სათადარიგო იყო.
III ბუნდესლიგა. "შტუტგარტისა" და "ვერდერის" დუბლების მატჩში არ მიუღია მონაწილეობა ბრემენელთა ახალწვეულ გიორგი პაპუნაშვილს.
საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავას "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავებთან მოუწია 90 წუთი ბრძოლა და დამარცხებული არ გამოსულა - "რეიმსი" ლიდერს 1:1 დაუზავდა, ქართველმა ნახევარმცველმა მე-4 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
ლიგა 2. რაც სეზონი დაიწყო, "პარიზის" განაცხადში არ ჩანს ამირან სანაია.
ნასიონალი. გასულ სეზონში ლიგა 1-ში მოთამაშე "ბასტიაში" ლუკა კიკაბიძეს თამაში არ უწევდა, ის მხოლოდ ორჯერ მოხვდა განაცხადში, თუმცა მეორე გუნდში 2 გოლის გატანაც შეძლო. ამ სეზონში 20 წლის ქართველი "სერკლ ბასტიაში" გაანათხოვრეს. "სერკლ ბასტიამ" სტუმრად 2:0 მოუგო "კოლმარს", ჩვენებური კი 58-ე წუთზე შეცვალეს.
ინგლისი. ჩემპიონშიპი. აკაკი გოგია განაცხადში არ იყო, ხოლო "ბრენტფორდმა" 2:1 მოუგო "პრესტონს".
თურქეთი. სუპერლიგა. "რიზემ" შინ 5:1 გაანადგურა "ანთალია". როგორც იქნა, შედგა "რიზეში" ნიკა ძალამიძის დებიუტი - ის მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა.
შოთა არველაძის "ტრაბზონსფორი" შინ "გალათასარაისთან" 0:1 დამარცხდა.ექსევილიელმა სტეფან მბიამ საკუთარი კარი დალაშქრა.
I ლიგა. ალეკო ამისულაშვილი სათადარიგო იყო, მისი "ქარშიაქა" კი შინ "ტრაბზონთან" 2:3 დამარცხდა.
ჰოლანდია. ერედივიზიე. გუშინ ჰოლანდიაში ქართული დღე იყო - არნემის "ვიტესმა" 3:0 აჯობა "გრააფსხაფს". ამ შეხვედრაში ორი ქართული გოლი გავიდა - ჯერ მე-6 წუთზე გურამ კაშიამ გახსნა ანგარიში, შემდეგ, 21-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა ვაკო ყაზაიშვილმა გააორმაგა.
ყაზაიშვილი მწვრთნელმა 57-ე წუთზე შეცვალა. გურამ კაშიამ ზედიზედ სამ ტურში გაიტანა, არადა, ის ამპლუით მცველია.
ბელგია. ჟუპილერლიგა. თორნიკე ოქრიაშვილი მხოლოდ 89-ე წუთზე გამოჩნდა "გენკი"-"მეხელენის" მატჩში (3:1). ლუკა ზარანდია ტრავმირებულია და რეაბილიტაციის კურსს გადის.
პროქსიმუს ლიგა. ლევან შენგელია 87-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო მისმა "ტუბიცემ" "ლომელს" 2:0 მოუგო. ტუბიცე დივიზიონის ლიდერია.
პორტუგალია. სეგუნდა ლიგა. გიორგი მაკარიძის "ფეირენშე" სტუმრად დაუზავდა "ბრაგას" დუბლებს - 1:1. ქართველი გოლკიპერი დისკვალიფიცირებული იყო.
ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" სტუმრად დამარცხდა "ბენფიკას" დუბლებთან - 0:1.
რუსეთი. პრემიერლიგა. თედორე გრიგალაშვილი სათადარიგო იყო "ტერეკში", მისმა გუნდმა კი შინ "უფას" მოუგო - 4:1.
მოსკოვის "სპარტაკმა" ტრავმირებული ჯანო ანანიძის გარეშე წააგო "ყუბანთან" - 0:3.
შავი დღე გაუთენდა საქართველოს ნაკრების გოლკიპერ ნუკრი რევიშვილს, არადა, მისი გუნდი მატჩის დასაწყისშივე 3:0-ს უგებდა ცსკა-ს. ყველაფერი კი მასპინძელთათვის სავალალოდ დასრულდა - 4:6. აღსანიშნავია, რომ რევიშვილმა 6-ვე გოლი მეორე ტაიმში გაუშვა, 38-წუთიან მონაკვეთში. "მორდოვიას" მეორე ქართველი მამუკა კობახიძე ამ დრამას თვალს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა.
საბა კვირკველიას "რუბინი" დღეს მოსკოვის "დინამოს" სტუმრობს.
I დივიზიონი. ქართველთა "სკა-ენერგია" სტუმრად "არსენალთან" 0:1 დამარცხდა. 77-ე წუთზე სტუმრებს გოჩა ხოჯავა გაუძევეს, რომელიც მოედანზე 34-ე წუთზე შევიდა. კახა ალადაშვილს არ უთამაშია.
უკრაინა. პრემიერლიგა. ოდესის "ჩერნომორეცი" სტუმრად "ჰოვერლას" 1:1 დაუზავდა. სტუმართა მცველმა დავით ხოჭოლავამ (გაფრთხილება) 90 წუთი ითამაშა, ხოლო მისი გუნდელი გიორგი გადრანი სათადარიგო იყო.
დავით თარგამაძე სათადარიგო იყო, მისმა "ოლექსანდრიამ" კი ბუბა დაუშვილის "კარპატი" 4:1 გაანადგურა, ბუბა 41-ე წუთზე შევიდა და ტაიმის ბოლომდე ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო.
"ვოლინი" შინ სანდრო კობახიძის გარეშე დამარცხდა "დინამოსთან" - 0:2.
"ზორია" "დნიპროს" ესტუმრა, "ზორიას" რიგებში სათადარიგო იყო ჯაბა ლიპარტია. ის 65-ე წუთზე შევიდა მოედანზე და 20 წუთში "ზორიას" მესამე გოლი გაიტანა - 3:0.
პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლადო დვალიშვილი 87-ე წუთზე შეცვალეს, მისმა "პოგონმა" კი სტუმრად 1:1 ითამაშა "ტერმალიცასთან".
I ლიგა. "სუვალკი" სტუმრად სიედლცეს "პოგონთან" დამარცხდა - 0:1. დავით მაქარაძე 46-ე წუთზე გამოჩნდა "სუვალკის" რიგებში.
"ბიტოვის"-"ზავიშას" შეხვედრაში (2:2), სტუმარი გიორგი ალავერდაშვილი სათადარიგო იყო.
დანია. "ორჰუსმა" "სონდერისკეს" უმასპინძლა და 1:2 წააგო, თუმცა პირველ ტაიმში მათე ვაწაძემ შესანიშნავი გოლით გაათანაბრა ანგარიში - კრისტენსენის ჩაწოდებას მან თავურით უპასუხა.
მათე 82-ე წუთზე გამოცვალა მწვრთნელმა, ხოლო დავით სხირტლაძე მოედანზე მხოლოდ 90-ე წუთზე გამოჩნდა. ეს ვაწაძის მე-4 გოლი იყო ჩემპიონატში.
ჩეხეთი. როგორც "სლავიას" თავკაცი უჰრინი შეგვპირდა, ლევან ყენია დაუბრუნდა მინდორს, მან "ზლინთან" სტუმრად 2:0 მოგებულ შეხვედრაში 77-ე წუთამდე ითამაშა და, რაც ყველაზე მთავარია, გოლის გატანა მოახერხა. ჩვენებურმა 48-ე წუთზე გახსნა ანგარიში. ეს ყენიას მესამე გოლია "სლავიას" მაისურით.
ნორვეგია. გიორგი გოროზიას "სტაბეკმა" 2:1 მოუგო "ტრომსოს", ქართველი 74-ე წუთზე შეცვალეს.
სლოვაკეთი. "მიხალოვცეს" რიგებში დებიუტი ჰქონდა აკაკი ხუბუტიას, მან შეუცვლელად ითამაშა "ტრნავასთან", ქართველის გუნდმა სტუმრად 1:0 იმარჯვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია.
ფინეთი. ირაკლი სირბილაძის კუპს შინ "ილვესთან" 1:2 დამარცხდა, ქართველი ფორვარდი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისიდან გამოჩნდა.
კტპ-ც შინ დამარცხდა, სიკ-თან - 1:3. გიორგი ოსიტაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
კვიპროსი. "ახნასმა" 2:0 მოუგო "აია ნაპას", გამარჯვებულთა რიგებში სათადარიგო იყო ბექა ტუღუში.
"ომონიამ" და "ანორთოსისმა" გოლები ვერ გაიტანეს - 0:0. უჩა ლობჟანიძემ 90 წუთი ითამაშა, სტუმართა რიგებში შეცვლაზე შევიდნენ გიორგი აბურჯანია და ირაკლი მაისურაძე.
"პაფოსი" სტუმრად "პარალიმნისთან" 1:2 დამარცხდა. წაგებულთა რიგებში 90-90 წუთი ითამაშეს როინ კვასხაძემ (გაფრთხილება), გია გრიგალავამ და ნიკოლოზ გელაშვილმა (გაფრთხილება), 66-ე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილის ნაცვლად მოედანზე ლაშა ხმალაძე გამოჩნდა.
ბოლო ორ შეხვედრას საქართველოს ნაკრების თავკაცი კახა ცხადაძე დაესწრო.
დღეს თემურ ქეცბაიას აპოელ-ი "დოქსას" სტუმრობს.
ალბანეთი. ბაჩანა ცხადაძისა და გიორგი ფოფხაძის "ფლამურტარიმ" შინ 2:0 მოუგო "ვლაჟნიას". ეს ქართველების გუნდის პირველი გამარჯვება იყო, ხოლო ცხადაძისთვისაც - პირველი გოლი. მან თავი 43-ე წუთზე გამოიჩინა, რის შემდეგაც ანგარიში 2:0 გახდა.
ბელარუსი. "სლავია" 0:3 დამარცხდა "ნაფტანთან". მასპინძელთა ქართული ტრიო (ჩიგოევი, წულუკიძე, აფხაზავა) განაცხადშიც არ ყოფილა.
მოლდოვა. ჩემპიონატის უიმედო აუტსაიდერი "საქსანი" შინ 0:1 დამარცხდა "პეტროკუბთან". მასპინძელთა რიგებში სასტარტოში იყვნენ ირაკლი გოგინაშვილი და გიორგი სარჯველაძე (65-ე წუთზე შეცვალეს).
ლიტვა. "ტრაკაიმ" 5:1 გაანადგურა "ატლანტასი", ნიკა აფაქიძე კი 72-ე წუთზე შევიდა მინდორზე.
ლატვია. თამაზ პერტიას "სკონტო" შინ 1:2 დამარცხდა "ლიეპაიასთან". "სკონტომ" თამაში 9 კაცით დაასრულა.
ესტონეთი. "ფლორამ" 2:1 მოუგო ტარტუს "ტამეკას". ტალინელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ზაქარია ბეგლარიშვილმა, რომლის გუნდიც 69 ქულით ლიდერობს მეისტრილიგას.
აზერბაიჯანი. ზაურ სვანაძის "ინტერმა" 1:0 მოუგო აზალ-ს და დროებით გალიდერდა. გიორგი ლომაია, ზურაბ ხიზანიშვილი და ნიკა კვეკვესკირი სასტარტოში იყვნენ, ლაშა კასრაძეს არ უთამაშია. წაგებულთა რიგებში მე-60 წუთზე შეცვალეს ნუგზარ კვირტია, მალე კი აზალ-ში სანდრო გურულის დებიუტი შედგა.
სომხეთი. "ულისმა" სეზონში პირველი ქულა მოიპოვა, შინ 2:2 ითამაშა "ბანანცთან". ბესიკ ჩიმაკაძემ "ულისის" მეორე გოლი 90-ე წუთზე 2:0 დააწინაურა, მაგრამ კომპენსირებულ დროში გუნდმა ორი ბურთის გაშვება "მოახერხა". 90 წუთი ითამაშა "ულისის" კიდევ ერთმა ქართველმა გიორგი კაჭკაჭიშვილმა.
"მიკა"-"პიუნიკის" (1:0) მატჩში არ უთამაშია, მასპინძელთა ნახევარმცველ ირაკლი კვეკვესკირს. გოგიტა გოგატიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისმა "განძასარმა" 1:0 მოუგო "არარატს".
უზბეკეთი. გიორგი კვესიეშვილი სათადარიგო იყო, მისმა "ყიზილყუმმა" 3:1 მოუგო "ოლმალიყს". კახა მახარაძის "ფახთაქორმა" სტუმრად მოუგო "ნავბაჰორს" - 1:0.
აშშ. ჩრდილოამერიკის სოკერ ლიგა. ზურაბ ცისკარიძე 59-ე წუთზე შეცვალეს "სან ანტონიოს" რიგებში, რომელმაც 0:2 დათმო "ტამპა ბეისთან".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"