ლეგიონი გუშინ: ქეცბაიას გამარჯვება და კვირკველიას ქულა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის IV ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი აპოელ-ი გასვლაზე დაუპირისპირდა "დოქსას" და მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.

ერთადერთი გოლი პენალტიდან შეაგდო ცნობილმა არგენტინელმა ფორვარდმა ფერნანდო კავენაგიმ. ამ მოგებით ქეცბაიამ და მისმა შეგირდებმა ცოტათი მაინც გამოიკეთეს ხასიათი ევროპალიგაზე "შალკესთან" დამარცხების (0:3) შემდეგ.

აპოელ-ს 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს უკეთესი ბურთების სხვაობით ლიდერობს.

* * *
რუსულ პრემიერლიგაში "რუბინი" სტუმრად დაუზავდა მოსკოვის "დინამოს" - 0:0. ყაზანელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა
და ყვითელი ბარათი მიიღო საბა კვირკველიამ.

9 ტურის შემდეგ "რუბინს" 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული