ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის VII ტურში ჯაბა კანკავას "რეიმსი" "ანჟერს" ესტუმრა და დაუზავდა - 0:0.

ქართველმა ნახევარმცველმა მესამედ ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში და... მესამე ყვითელი ბარათი მიიღო. "რეიმსი" 12 ქულით, ჯერჯერობით, მე-4 ადგილზეა.

* * *
საბერძნეთის სუპერლიგის მორიგ ტურში "ვერიამ" გასვლაზე ფრედ (1:1) ითამაშა "პანეთოლიკოსთან". სტუმართა შემადგენლობაში გიორგი მერებაშვილი 67-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 0:0 იყო.

* * *
ჩეხეთის თასის 1/16 ფინალში ლევან ყენიას "სლავია" ქვედალიგელ "უსტი ნად ლაბემს" ესტუმრა.

ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო. დუშან უჰრინმა ის შესვენებისას შეცვალა, "სლავია" კი
2:4 დამარცხდა და თასიდან გავარდა.

* * *
გერმანიის III ბუნდესლიგაში გიორგი პაპუნაშვილის გარეშე მოთამაშე "ვერდერი II-მა" "ვიურცბურგთან" უგოლოდ ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან ძლიერი ფეხბურთელია ჯაბა
paata
17:12 23-09-2015
0
პაატა: რა სისულელეებს ლაპარაკობ?...
Bacho
14:24 23-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული