ორივე ქართველი სასტარტოში იყო. "ვიტესი" იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მეტოქემ გაათანაბრა. დამატებით ტაიმებში კი "ჰერაკლესმა" გაილაღა და საბოლოოდ 4:1 მოიგო.
* * *
უკრაინის თასზე დავით თარგამაძის "ოლექსანდრია" სტუმრად "ზირკას" 1:1 დაუზავდა. გოლი 44-ე წუთზე სწორედ თარგამაძემ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს. ტრავმირებული სანდრო კობახიძის გარეშე მოთამაშე "ვოლინმა" სტუმრად დაამარცხა
"ჩერნომორეცი" შინ "ვორსკლასთან" 0:1 დამარცხდა. დავით ხოჭოლავამ მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი გადრანი განაცხადში ვერ მოხვდა.
* * *
ფინეთის ვეიკაუსლიგაში 29-ე ტურის თამაშები გაიმართა - ირაკლი სირბილაძის კუპს-ი, რომელიც, ფაქტობრივად, უმოტივაციოდაა დარჩენილი (35 ქულით მე-8 ადგილზეა), სტუმრად 1:1 დაუზავდა "იაროს". 37-ე წუთზე ანგარიში სწორედ ქართველმა ვეტერანმა გახსნა, სტუმრები ალბათ მოგებასაც შეძლებდნენ, სირბილაძის თანაგუნდელს პენალტი რომ გაეტანა 81-ე წუთზე... ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. გიორგი ოსიტაშვილის კტპ კი გადარჩენისთვის იბრძვის (27 ქულით ბოლო, მე-12 ადგილზეა), ქართველის გუნდი სტუმრად ჰიფკ-ს დაუზავდა - 0:0. ოსიტაშვილს არ უთამაშია.
* * *
II ბუნდესლიგაში წარუმატებელი დებიუტი გამოუვიდა ლაშა დვალს - მისი "დუისბურგი" შინ "ბრაუნშვაიგთან" 0:5 განადგურდა, ლაშა მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა და მისმა გუნდმა ამის შემდეგ 3 გოლი გაუშვა. "დუისბურგი" 2 ქულით ბოლოადგილოსანია.
* * *
რუსეთში თასის 1/16 ფინალური მატჩები გაიმართა. "ტერეკის" რიგებში შედგა თედო გრიგალაშვილის დებიუტი. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა, "ნოსტასთან" 2:0 მოგებულ მატჩში. "კრილია სოვეტოვის" რიგებში ჯერ არ გამოჩენილა გიორგი ლორია, ქართველი მეკარის გუნდმა სტუმრად 3:2 მოუგო "ტამბოვს".
მოსკოვის "სპარტაკმა" სტუმრად ტრავმირებული ჯანო ანანიძის გარეშეც იოლად აჯობა "ვოლგას" - 7:0.
არმავირის "ტორპედო" შინ 0:1 დამარცხდა "ლოკომოტივთან". ირაკლი ჭეჟიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ზურაბ არზიანი 59-ე წუთზე რუსეთის მოქალაქე დავით ხურციძემ შეცვალა, ასევე რუსეთის მოქალაქე ლევან ჯღარკავა სასტარტოში იყო, ხოლო ირაკლი გეფერიძე - სკამზე.
* * *
თურქეთის თასის პირველ ეტაპზე ალეკო ამისულაშვილის "ქარშიაქამ" სტუმრად აჯობა "კურტალანსფორს" - 3:1. ეს თამაში კინაღამ ჩაიშალა, რადგან ადგილობრივმა ფანებმა ობსტრუქცია მოუწყვეს თურქეთის ჰიმნს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც კი გამოიყენა მათ დასაშოშმინებლად, ჩვენებური სასტარტოში იყო.
ნიკა ძალამიძის "რიზემ" შინ "ანკარა" დაამარცხა - 2:0. ნიკამ 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
* * *
ლიტვის ჩემპიონატში "ტრაკაიმ" 2:1 მოუგო სტუმრად "ჟალგირისს", ნიკა აფაქიძე სათადარიგოთა სკამზე დარჩა. "ტრაკაი" ახლა უკვე მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ჟალგირისს". * * *
ბელგიის თასზე "გენკმა" 5:2 მოუგო "დესელს", თორნიკე ოქრიაშვილსა და ლუკა ზარანდიას ტრავმების გამო, არ უთამაშიათ. * * *
ნორვეგიის თასზე "სტაბეკი" დამატებით დროში 2:3 დამარცხდა "როსენბორგთან". ჩვენებური გიორგი გოროზია წაგებულთა რიგებში სწორედ ძირითადი დროის დასრულების შემდეგ გამოჩნდა.* * *
სლოვაკეთის თასზე აკაკი ხუბუტიას (90 წუთი) "მიხალოვცე" შინ 1:2 დამარცხდა "სლოვანთან".(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"