არნემის "ვიტესის" კაპიტან გურამ კაშიას დილემა

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" ოფიციალური ფანკლუბის ვებგვერდი vitesse.org იუწყება, რომ ამ კვირაში "ვიტესის" ხელმძღვანელობასა და კაპიტან გურამ კაშიას შორის მოლაპარაკება განახლდება.

კაშიას სეზონის ბოლოს კონტრაქტი უსრულდება "ვიტესთან", 28 წლის ფეხბურთელმა უკვე საჯაროდ გამოქთვა სურვილი, არნემში დარჩენის, კაპიტნის შენარჩუნება "ვიტესსაც" სურს, თუმცა საიტის ინფორმაციით, კაშია დილემის წინაშეა.

საქმე იმაშია, რომ ახალი შეთავაზების მიხედვით, კაშიას ხელფასი მნიშვნელოვნად შემცირებული იქნება. მას მერე, რაც გუნდი მერაბ ჟორდანიას დაატოვებინეს, "ვიტესში" ხელფასები შესამჩნევად შემცირდა. დღეისათვის კაშია კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

"ჰოლანდიაში ცხოვრება მომწენს და ოჯახთან ერთად, დაფუძნება მსურს. აქ
ჩვენ უკეთესი მომავალი გველის. ინგლისის პრემიერლიგაში თამაში ახლაც ჩემი დიდი ოცნებაა, თუმცა რეალობასაც ხომ უნდა გავუსწოროთ თვალი. გასულ ზაფხულს მიწვევები მხოლოდ თურქეთიდან და ყაზახეთიდან მქონდა.

თანაც, იმ შემთხვევაში თუ ახალ კონტრაქტს გავაფორმებ, ინგლისში გადასვლას, დაინტერესების შემთხვევაში, მაინც მოვახერხებ და ამით "ვიტესიც" იხეირებს", - განუცხადა კაშიამ Voetbal International-ს ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
upulod tu aravis miyavs puli tu iqna gadasxdeli caiyvanen? an umotivacioba ra ari vitesi ari evropashi sashualoze bevrad dabali
kaxa
14:30 25-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული