გიორგი ჭანტურია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ "დუისბურგს", რაც შეიძლება მალე დავეხმარო

AutoSharing Option
"დუისბურგში" ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, გიორგი ჭანტურიამ პირველი კომენტარი გააკეთა:


"კარგია, რომ ტრანსფერი შედგა. საუბარი ივო გრილიკთან და ჯინო ლეტიერთან სასიამოვნო იყო. დიდსულოვანი ფანები, ტრადიციები და გუნდი - ეს ყველაფერი აერთიანებს "დუისბურგს".

ლაშას სახით მე აქ თანამემამულე მყავს, თუმცა სხვა ბიჭებმაც კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემს ახალ გუნდს, რაც შეიძლება მალე დავეხმარო".

კომენტარები კლუბის სპორტულმა დირექტორმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთეს:

ივო გრილიკი (სპორტული დირექტორი): "გვიხარია, რომ გიორგი ჩვენთან მოვიდა. ვიცით, რომ ის
100%-ით მზად არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ მისი იმედი გვაქვს. ის ვარჯიშს განაახლებს და უახლოეს მომავალში შეძლებს გუნდის დახმარებას".

ჯინო ლეტიერი (მთავარი მწვრთნელი): "მოხარული ვარ, რომ გიორგის დამატება შევძელით. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა უკვე ძალიან ბევრი საერთაშორისო გამოცდილება დააგროვა. როცა გიორგი ვარჯიშს დაიწყებს, ის ჩვენ ნამდვილად გაგვაძლიერებს".
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბევრი იმუშავე ცოტა ილაპარაკე არავის არაფერი არ შეპირდე. და რაც მთავარია ძალა და კონდიცია უნდა მაქსიმიუმზე უნდა აიყვანო. დანარჩენი ყველაფერი გაქვს!შეცდომებზე ისცავლე და ყველაფერი გამოგივა!
vato
15:17 25-09-2015
0
ნიჭიერი ხარ, მაგარი ტექნიკა გაქვს, ფიზიკურად არ მოიკოჭლებ, მთავარია ხასიათის სიმტკიცე და შრომა; დაკარგული არაფერია, უნდა მოინდომო და გამოადგე შენ ქვეყანას და შენ თავს
Mamuka
22:48 25-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული