მატჩის გმირი ჯაბა კანკავა - გუნდის მეოთხედის ტოლფასი მაგარი ბიჭი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში ჯაბა კანკავას "რეიმსმა" ანგარიშით 1:0 დაამარცხა "ლილი" და 8 ტურში 15 ქულა დააგროვა.

ქართველმა ნახევარმცველმა მეოთხედ მოირგო "რეიმსის" წითელი ფორმა და მეოთხედ მიიღო ყვითელი ბარათი. თუმცა პოზიტივზეც ვთქვათ - საგოლე კომბინაცია მან წამოიწყო, ხოლო "რეიმსის" ოფიციალურმა საიტმა ჯაბას და მუნირ ობადის ორთაბრძოლას მოედნის ცენტრში ეპიკური და საფეხბურთო ენციკლოპედიაში შესატანი უწოდა.

"ეკიპმა" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კანაკავა დაასახელა - "როცა კანკავა თამაშობს, ყველაფერი რიგზეა".

"რეიმსის" ისტორიაში ყველაზე ძვირფასი შენაძენი (1,5 მილიონი ევრო) ჯაბა კანკავა მაგარი ბიჭია. მან
დიდებულად ითამაშა პსჟ-ის წინააღმდეგ (1:1), იყო დაუღლელი "ანჟერთან" და საოცრად აქტიური იყო "ლილთან" შეხვედრაში. იგი კრიხოვიაკის ნამდვილი შემცვლელია!

"დნიპროს" ყოფილი ფეხბურთელი მეფობდა შუახაზში. მან 27-ჯერ მოუპოვა გუნდს ბურთი და ეს მთელი გუნდის მონაგარის 25%-ია!

ჯაბა დისკვალიფიცირებულია შემდეგ მატჩში "ლიონთან", რადგან წინა სამ შეხვედრაში გაფრთხილებები მიიღო ზედიზედ. მან ამ შეხვედრაში მეოთხე ყვითელი ბარათი დაიმსახურა ამდენივე მატჩში".

შეგახსენებთ, რომ "სევილიაში" გადასვლამდე პოლონელი გჟეგოჟ კრიხოვიაკი "რეიმსის" ლიდერი იყო.

ჯაბა მატჩის გმირად maxifoot.fr-მაც დაასახელა - 7 ბალით 10 შესაძლებელიდან:

"რა აქტიური იყო ქართველი! ის უბრალოდ ყველგან იყო მოედანზე და დიდი ზიანი მიაყენა "ლილს". მიუხედავად იმისა, რომ ოთხ მატჩში მეოთხე ყვითელი ბარათი მიიღო, მან გაიბრწყინა ამ შეხვედრაში.

კანკავამ ძალიან ბევრჯერ მოუპოვა ბურთი "რეიმსს". მის თამაშს ბრწყინვალე ეთქმის".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქართველი მამაცი გული
mamuka
19:33 26-09-2015
0
და ამ ეპიკური მომენტის ვიდეოც დაგედოთ ბარემ
ფანატი
11:54 26-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული