"ვიტესის" რიგებში არ უთამაშია ვაკო ყაზაიშვილს, რაც მოულოდნელი იყო, რადგან ვაკო წინა 6 ტურში სასტარტო შემადგენლობაში იყო და ერთი გოლიც გაიტანა.
ვაკოს ტრავმაზე "ვიტესის" მწვრთნელმა პეტერ ბოშმა ისაუბრა:
"ვაკო ყაზაიშვილი კუნთის ტრავმის გამო არ ვათამაშე. მე მსურს, რომ იგი ბოლომდე მზად იყოს თამაშისთვის".
როგორც ჩანს,
"ჰერენვენთან" თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა გურამ კაშიამ:
"დღეს "ვიტესს" აუცილებლად უნდა მოეგო. არადა, თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან 90 წუთის განმავლობაში ჩვენ ვაკონტროლებდით ბურთს, მაგრამ მომენტები უნდა გამოგვეყენებინა".
კაშიამ მის კონტრაქტთან დაკავშირებულ საკითხზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მას სეზონის ბოლოს უსრულდება "ვიტესთან" ხელშეკრულება.
"ახლა კლუბთან კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკების შუაში ვარ. ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად იქნება. მეც ეს მინდა, რადგან "ვიტესში" დარჩენა მსურს. მოდი, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას".