ლევან მჭედლიძემ ვარჯიში განაახლა და სავარაუდოდ, "სასუოლოსთან" ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ ვარჯიში განაახლა. ამის თაობაზე იტალიური მედია იტყობინება.

ვარაუდობენ, რომ ქართველი შემტევი მინდორს "სასუოლოსთან" მატჩში დაუბრუნდება, რომელიც 4 ოქტომბერს შედგება.

მჭედლიძემ ტრავმა ირლანდიასთან დუბლინურ მატჩში მიიღო. ამის გამო საქართველოს ნაკრებმა ის შეხვედრა რიცხობრივ უმცირესობაში ჩაამთავრა. არადა, ის მართლაც შესანიშნავ ფორმაში იყო. მჭედლიძე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ შოტლანდიასთან მოგებულ ევროშესარჩევის შეხვედრაშიც.

იმედია, "ემპოლის" ფორვარდი კონდიციებს დროულად აღიდგენს და საქართველოს ნაკრებს გიბრალტარსა და გერმანიასთან შეხვედრებში დაეხმარება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული