საქართველოს ნაკრების მეტოქემ შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის ბოლოსწინა შესარჩევ მატჩში გიბრალტარს მასპინძლობს.


ამ შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჯერ არ დასახელებულა, თუმცა კახა ცხადაძის ვიზავიმ, ჯეფ ვუდმა უკვე დაასახელა შემადგენლობა, რომელსაც საქართველოს ნაკრებთან და შემდეგ ბოლო ტურში, შოტლანდიასთან დაეყრდნობა.

მეკარეები: ჯორდან პერესი, ხაიმე რობა, ლიამ ნილი.
მცველები: ჯოზეფ ჩიპოლინა, როი ჩიპოლინა (კაპ), რაიან კაშიარო, ჟან-კარლოს გარსია, ჯეკ სერჯენტი, ჯეიმი ბოსიო, ერინ ბარნეტი, ჯასტინ როვენიო
ნახევარმცველები: ლაიამ უოლკერი, ჯეიკ გოსლინგი, რობერტ გუილინგი, აარონ პაიასი, ენტონი ბარდონი,
ჯერემი ლოპესი, ბრაიან პერესი, ლაიამ კლარკი, ჯეს ვიქტორი
ფორვარდები: კაილ კაშიარო, ლი კაშიარო, ჟან-პოლ დუარტე, ჯეიმი კუმბესი, ჯორჯ კაბრერა, მაიკლ იომი, ევან გრინი.

სიაში 4 დებიუტანტია, სამის გარდა, ყველა გიბრალტარის კლუბებში თამაშობს, მეკარე რობა ფრანგული "ლე პონტეს" წევრია, ხოლო გიბრალტარელთა საუკეთესო ფეხბურთელი გოსლინგი ინგლისურ "ბრისტოლ როვერსში" თამაშობს, მცველი ბოსიო ინგლისის "აშფორდ იუნაიტედის" წევრია.

30 სექტემბერს გიბრალტარის ეროვნული ნაკრები პორტუგალიაში, "ესტადიო ალგარვეზე" ღია ვარჯიშს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხ რა კარგია ჯერჯერობით ჩვენზე უარესებიც რომ არსებობენ ისევ..
პ.ს. ჯერჯერობით..........
მწარე
22:50 30-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული