France football: ჯაბა კანკავას დელიკატური ენობრივი ბარიერი

AutoSharing Option
ჯაბა კანკავა საფრანგეთის ლიგა 1-ის "რეიმსის" შუახაზის ლიდერად ყალიბდება. საამისოდ ჯაბას 4 მატჩიც ეყო, "ეკიპმა" ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების კაპიტანი სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.

ცნობილმა გამოცემა "ფრანს ფუტბოლმა" სპეციალური სტატია მიუძღვნა ჩვენებურს სათაურით - "კანკავას დელიკატური ენობრივი ბარიერი".

გთავაზობთ ამ სტატიას:

"რეიმსი" ლიგა 1-ში, მოულოდნელად, მე-4 ადგილს იკავებს, ხოლო მის შუახაზში სულ უფრო ძლიერია ჯაბა კანკავა. მას ერთი სერიოზული პრობლემა აქვს - ინგლისურად და ფრანგულად სიტყვაც არ იცოდა, როცა "რეიმსში" გადავიდა.

მისთვის კარიერის სცენარი მოულოდნელად შეიცვალა. აღმოსავლეთ ევროპაში, თბილისიდან 1 300 კილომეტრში, დნეპროპეტროვსკში
თბილად დაემშვიდობნენ და აღმოჩნდა ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში. თბილისამდე მანძილი ახლა უკვე 3900 კილომეტრია.

აქამდე მან კარიერის ათი წელი უკრაინაში გაატარა, რომლის სამი მეოთხედი "დნიპროში" დაჰყო და ევროპალიგის ფინალშიც ითამაშა. 29 წლის კანკავა "რეიმსმა" 1,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჩაიგდო ხელში. უფრო კარგ ჩემპიონატში თამაშის სურვილი დიდი იყო.

აგენტი-მთარგმნელი
მაგრამ ერთი დიდი პრობლემაა - როცა კანკავა შამპანში ჩავიდა, მას არ შეეძლო თუნდაც ერთი სიტყვის თქმა ფრანგულად. ინგლისურიც მისთვის უცხო ენა აღმოჩნდა. "რეიმსს" ამ პრობლემასტან გამკლავება მოუწია.

ოლივიე გეგანი ღიმილით ამბობს:

"ფეხბურთი უნივერსალური ენაა, მაგრამ ეს სიმართლეა, რომ თავიდან კომუნიკაცია ძალიან ჭირდა, მისი ინგლისური მოიკოჭლებდა და ხშირად მიწევდა შეხვედრის მიზნის ახსნა ყველა შესაძლო მეთოდით. ხშირად ამაში მისი აგენტი გვეხმარებოდა, რომელიც ფრანგულად დიდებულად ლაპარაკობს და ჩემს ნათქვამს აგენტი ჯაბას ქართულად უთარგმნიდა.

როგორც ყველა უცხოელი, ჯაბაც ცდილობს, საფრანგეთში წარმატების მიღწევა ენის სწავლით დააჩქაროს. ის კვირაში ორჯერ ესწრება გაკვეთილებს. თუ საჭირო გახდა, მისი მასწავლებელი საწვრთნელ ბაზაზეც მოვა დასახმარებლად.

"ჩვენ უკვე შეგვიძლია მცირე დიალოგის წარმოება ინგლისურად. მას აქვს ბლოკნოტი ყველაზე საჭირო სიტყვებით, ქართულ ენაზე ნათარგმნი.

მას ჯერ ბევრი უკლია ენის სწავლამდე, მაგრამ ძალიან ცდილობს და ბევრს შრომობს", - აქებს კანკავას გეგანი.

გამორჩეული პიროვნება
"ის კარგად შეეწყო ახალ ქალაქს, ნამდვილად გამორჩეული პიროვნებაა", - ამბობს გეგანი კანკავაზე.

ენობრივი ბარიერის გარდა, გეგანს ყველაზე მეტად სურს, რომ კანკავა მალე ჩასწვდეს ფრანგული ფეხბურთის არსს და ნიუანსებს. ამ ვარჯიშს კი ენის შესწავლა არ ესაჭიროება:

"ჯაბა ორ შეხვედრას დაესწრო, სანამ "ნანტთან" ითამაშებდა. ფრანგულ ფეხბურთში მეტი სისწრაფეა. შინ თამაშისას ყოველთვის დიდი ზეწოლაა ფეხბურთელებზე.

თავიდან ცოტა გაუჭირდა, მაგრამ მერე და მერე, პსჟ-სთან, "ანჟერთან" და "ლილთან" სულ პროგრესირებს. და ის მალე სტადიონს დაავიწყებს ძველ კერპს, გჟეგოჟ კრიხოვიაკს, რომელიც ახლა "სევილიაში" თამაშობს", - ამბობს გეგანი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები ჯაბა,ისე გგულშემატკივრობ,როგორც ჩემს შვილს.წინ მხოლოდ წინ!!!
Gvanca
06 ოქტომბერი 2015 22:54
0
წარმატებები და წინსვლა.
ჩოგანა გორელი
06 ოქტომბერი 2015 11:18
0
გამორჩეული ადამიანია! დაუზარელი და მიზანდასახული. წარმატებები ჯაბა! გაიხარე!
Nick
05 ოქტომბერი 2015 13:53
0
ყოჩაღ. ძალიან მშრომელი კაცია. წარმატებებს ვუსურვებ.
Alex
02 ოქტომბერი 2015 20:46
0
წარმატებები ჩვენს კაპიტანს, ნამდვილი პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ წარმატებებს მიაღწევს ფრანგულ ლიგაში.
ლაშა
01 ოქტომბერი 2015 10:30
0
Samagalito profesionalia. Sizarmace Martla genshi ki ar aqvs qartvel kacs, rogorc chventviton vcdilobt carmovachinot. Axalgazrda fexburtelebo - mibadzet am kacs
Levani
01 ოქტომბერი 2015 10:22
0
ამაზე პროფესიონალი ადამიანი დღეს ფეხბურთში საქართველოში ალბათ არც არსებობს! წარმოიდგინეთ კაცმა სიტყვა არ იცის და იმის სურვილით რომ ევროპაში ეთამაშა წავიდა ამ უდიდეს რისკზე. ყველაფერს აკეთებს რომ ღირსეულად დაიცვას თავისი გუნდის ღირსება! ძალიან პროფესიონალური საქციელია
al
01 ოქტომბერი 2015 10:01
0
Warmatebebi jabas namdvil profesionals da girseul qartvels
Givi
01 ოქტომბერი 2015 03:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული