ლეგიონის უქმეები: ვაკო ყაზაიშვილის მეორე გაელვება [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეებზე გოლებით თავი ვაკო ყაზაიშვილმა, ბაჩანა ცხადაძემ, ჯაბა ლიპარტიამ და ირაკლი შეყილაძემ გამოიჩინეს.

* * *
გერმანია. II ბუნდესლიგა. ლუკას ჰუფნაგელი 71-ე წუთზე ჩაერთო "კარლსრუესთან" შეხვედრაში, რომელიც "ფრაიბურგმა" ფრედ დაასრულა - 1:1.

III ბუნდესლიგა. "ვერდერის" მეორე გუნდმა 2:1 მოუგო "მაინცის" დუბლებს. გამარჯვებულთა განაცხადში არ ყოფილა გიორგი პაპუნაშვილი.

ინგლისი. ჩემპიონშიფი. აკაკი გოგია დაუბრუნდა "ბრენტფორდს", თუმცა მისი გუნდი "დერბისთან" 0:2 დამარცხდა. გოგია შესვენებაზე შეცვალეს.

იტალია. სერია A. ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია, "ემპოლიმ" "სასუოლოს" მოუგო.

ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის გოლით "ტუტოკუოიომ" 1:0 მოუგო "ტერამოს".
შეყილაძემ 62-ე წუთზე გაიტანა და მალევე შეცვალეს. ეს 23 წლის შეყილაძის მეორე გოლია პროფესიულ კარიერაში, პირველი მან "ემპოლის" რიგებში 2011 წელს გაიტანა იტალიის თასის გათამაშებაში.

საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავას, წესით, არ უნდა ეთამაშა, მაგრამ მას დისკვალიფიკაცია მოუხსნეს და "ლიონთან" 0:1 მარცხში 90 წუთი ითამაშა. პირველ ტაიმში ის ხელით თამაშისთვის დააჯარიმეს და "რეიმსის" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ლაკაზეტმა გოლად ვერ აქცია.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა. ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" სტუმრად 1:2 დამარცხდა "ლეიშოესთან". ავთომ 90 წუთი ითამაშა.

ჰოლანდია. ერედივიზიე. ქართველთა "ვიტესმა" 5:0 გაანადგურა "გრონინგენი", რაშიც ქართველთა წვლილი დიდია - ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა გუნდის მესამე გოლი, ხოლო ერთი გოლის ასისტენტი გურამ კაშია იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ორივე ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. ყაზაიშვილმა მეორე გოლი გაიტანა ჩემპიონატში.

ბელგია. ჟუპილერლიგა. "გენკმა" 3:1 აჯობა "სტანდარდს". სამწუხაროდ, თორნიკე ოქრიაშვილი მხოლოდ სათადარიგოს როლით დააკმაყოფილეს.

რუსეთი. პრემიერლიგა. "ურალი"-"კრილიას" შეხვედრაში (1:1) გიორგი ლორია სტუმართა სათადარიგო გოლკიპერი იყო.

"მორდოვია" შინ 0:1 დამარცხდა "სპარტაკთან". ნუკრი რევიშვილი "მორდოვიას" რიგებში სათადარიგო იყო, ჯანო ანანიძე კი ტრავმირებულია და "სპარტაკის" რიგებში არ უთამაშია.

თედორე გრიგალაშვილის (სათადარიგო) "ტერეკმა" საბა კვირკველიას (90 წუთი) "რუბინი" 2:1 დაამარცხა.

I ლიგა. გოჩა ხოჯავას (76-ე წუთზე შეცვალეს) და კახა ალადაშვილის (არ უთამაშია) "სკა-ენერგია" "ტომსკთან" 0:2 დამარცხდა.

ზურაბ არზიანის (90 წ.), ირაკლი ჭეჟიას (90 წ.), დავით ხურციძის (90 წ.) და ირაკლი გეფერიძის (69-ე წუთზე შევიდა) "არმავირი" შინ 1:2 დამარცხდა "სპარტაკის" დუბლებთან.

უკრაინა. პრემიერლიგა. დონეცკის "შახტარმა" "ჩერნომორეცი" 2:0 დაამარცხა. ოდესელთა დაცვის ცენტრში გიორგი გადრანმა და დავით ხოჭოლავამ ითამაშეს.

ბუბა დაუშვილის გარეშე "კარპატიმ" სტუმრად "ჰოვერლა" დაამარცხა - 2:0. დავით თარგამაძე 75-ე წუთზე გამოჩნდა "დნიპროსთან" მატჩში, მაგრამ "ოლექსანდრიას" ვერაფერი უშველა - 0:2.

"ვოლინმა" "ზორიას" უმასპინძლა. მასპინძელთა რიგებში 46-ე წუთზე შეცვალეს სანდრო კობახიძე, ხოლო სტუმრებში ჯაბა ლიპარტია 68-ე წუთზე გამოცვალეს. ჯაბამ 61-ე წუთზე პენალტით სტუმართა მესამე გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თურქეთი. სუპერლიგა. შოთა არველაძის "ტრაბზონი" მოულოდნელად შინ დამარცხდა "კონიასთან" - 1:2. ქართველი სპეციალისტი მატჩის შემდეგ მსაჯობით უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

"რიზე"-"ბურსა" 2:3 - ნიკა ძალამიძე სათადარიგო იყო წაგებულთა რიგებში.

I ლიგა. ალეკო ამისულაშვილმა 90 წუთი ითამაშა "ქარშიაქასა" და "ალანიას" შეხვედრაში, რომელიც 2:2 დასრულდა.

საბერძნეთი. სუპერლიგა. გიორგი მერებაშვილის "ვერიამ" სტუმრად 1:0 მოუგო "კალონის". ქართველი მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა.

ჩეხეთი. პრაღის დერბიში "სლავია" "დუკლას" დაუზავდა - 1:1. ლევან ყენია "სლავიას" განაცხადში არ ყოფილა.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ტრავმირებული ლადო დვალიშვილის გარეშე "პოგონმა" სტუმრად მოუგო "რუხს" - 2:0.

I ლიგა. დავით მაქარაძემ 90 წუთი ითამაშა "სუვალკის" რიგებში, რომელიც სტუმრად "ლეგნიცას" დაუზავდა - 0:0.

"ზავიშამ" სტუმრად მოუგო "ხოჟნიჩაკნას" - 2:0. გიორგი ალავერდაშვილი სათადარიგო იყო სტუმართა რიგებში.

დანია. სუპერლიგა. ქართველების "ორჰუსი" ჩემპიონატის ლიდერ "მიდტიულანდს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. მათე ვაწაძე 62-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში, დავით სხირტლაძე კი განაცხადშიც არ ყოფილა.

ნორვეგია. გიორგი გოროზია სათადარიგო იყო, მისმა "სტაბეკმა" კი სტუმრად 4:1 დაამარცხა "მიონდალენი".

ფინეთი. ირაკლი სირბილაძის კუპს-მა 2:0 მოუგო "იაროს". ჩვენებური 86-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი ოსიტაშვილის (სათადარიგო) კტპ-მა 1:0 მოუგო ჰიფკ-ს და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა.

ალბანეთი. ქართველთა "ფლამურტარიმ" "პუკა" 7:0 გაანადგურა. ერთი გოლი ბაჩანა ცხადაძის ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვიპროსი.
ქართველთა "პაფოსი" "ნეა სალამინას" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. სასტარტოში ოთხმა ქართველმა ითამაშა: როინ კვასხვაძემ, გია გრიგალავამ, ლევან ხმალაძემ და ნიკოლოზ გელაშვილმა (68-ე წუთზე შეცვალეს). ელგუჯა გრიგალაშვილი სათადარიგო იყო.

უჩა ლობჟანიძის "ომონია" შინ "აპოლონს" 0:0 დაუზავდა.

"ანორთოსისი" შინ 2:2 დაუზავდა "აია ნაპას". მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი აბურჯანია (64-ე წუთზე შეცვალეს), ხოლო ირაკლი მაისურაძე მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა.

ბელორუსი. მოზირის "სლავია" ქართველთა გარეშე 1:6 დამარცხდა "სლუცკთან".

ლიტვა. ქართველთა "ტრაკაიმ" 2:0 მოუგო "სუდოვას", ნიკა აფაქიძე სათადარიგო იყო.

ლატვია. თამაზ პერტიას "სკონტომ" 3:1 მოუგო "მეტას", "სკონტო" 39 ქულით მეორეა.

ესტონეთი. მეისტრილიგაში "ფლორამ" "პარნუ" 4:0 გაანადგურა. გამარჯვებულთა რიგებში არ უთამაშია ზაქარია ბეგლარიშვილს, ის სათადარიგო იყო.

აზერბაიჯანი. წინა ტურში აზალ-ს პირველი ქულა სანდრო გურულის გოლმა მოუპოვა, ახლა კი აზალ-ს პირველად მოაგებინა სეზონში კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა - "რავანთან" შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე ნუგზარ კვირტიამ გაიტანა. კვირტიამ და გურულმა შეუცვლელად ითამაშეს.

ზაურ სვანაძის "ინტერი" შინ დრამატულად დამარცხდა "ყარაბაღთან" - 0:2. "ინტერის" კაპიტანი გიორგი ლომაია იყო, რომელიც საკამათო ეპიზოდში თამაშის ბოლოს გააძევეს და "ინტერის" კარში პენალტი დანიშნეს (რომელიც არ გასულა). ამის შემდეგ ზურაბ ხიზანიშვილმა რაღაც უთხრა მსაჯს და ისიც გააძევეს. ნიკა კვეკვესკირი სასტარტოში იყო, ლომაიას გაძევების შემდეგ კი კარში ჩადგომა მას მოუწია. პენალტის დროსაც კარში ის იდგა, თუმცა ბურთის აღება არ მოუწია, "ყარაბაღის" ფეხბურთელმა განგებ ააცილა ბურთი კარს. თუმცა ბოლოს კვეკვესკირმა გოლი მაინც გაუშვა. ლაშა კასრაძეს არ უთამაშია.

სომხეთი. "განძასარი" 2:2 დაუზავდა "ალაშკერტს". მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა გოგიტა გოგოტიშვილმა.

"ულისი" შინ "შირაკთან" 0:1 დამარცხდა. წაგებულთა რიგებში გიორგი კაჭკაჭიშვილმა და ბესიკ ჩიმაკაძემ შეუცვლელად ითამაშეს.

მოლდოვა. ქართველთა "საქსანი" შინ 1:2 დამარცხდა "შერიფთან". ირაკლი გოგინაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი სარჯველაძე 77-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

აშშ. ჩრდილოამერიკის სოკერ ლიგა. "სან ანტონიო"-"ლოდერდეილი" - 2:4, ზურაბ ცისკარიძე (სან ანტონიო) სათადარიგო იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დავით მაქარაძე კი არა, - უნდა იყოს მაკარაძე!
leqqso
10:48 05-10-2015
0
გადაავლებ თვალს თუ რა ქვეყნის ჩემპიონატებში და თან რომელ ლიგებში "თამაშობენ" (იქაც ძირითადად სათადარგიოები არიან) ქართველი ფეხბურთელები და გულიმწყდება... ძალიან ცუდადააა საქმე .... :(
dave
10:54 05-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული