შოთა არველაძე: მარცხში დამნაშავე მე ვარ და თუ გინდათ, გადავდგები

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის ბოლო ტურში "ტრაბზონსფორი" შინ "კონიასთან" 1:2 დამარცხდა. ეს ტრაბზონელთა ზედიზედ მესამე მარცხი იყო - შოთა არველაძის გუნდმა ბოლო ხუთ ტურში მხოლოდ ერთი თამაში მოიგო.

მატჩის შემდეგ არველაძემ შემდეგი განაცხადა:

"ფანებთან თხოვნა მაქვს, ნუ უსტვენენ და ბრალს ნუ უყენებენ ფეხბურთელებს. მარცხში თუ ვინმეა დამნაშავე, ეს მე ვარ.

მეტიც, თუ ამის სურვილია, გადავდგები კიდეც. ოღონდ ახალგაზრდა ფეხბურთელებს საფეხბურთო განწყობას ნუ წაუხდენთ. მათ არ უთამაშიათ ცუდად, შეხვედრა ცუდი მსაჯობის გამო წავაგეთ", - თქვა შოთამ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
batumi ისე ასტრიაკობ ვითომ შენ თამაშობდი მილანში და ლიგა გაქვს მოგებული,კალაძე კი კომპიუტერთან იჯდა და ტანკებს თამაშობდა:))
თაზო
10:40 06-10-2015
0
რაც ამ არჩევნებზე მოხდა (აღარ მინდა დავკონკრეტდე რომელი მხრიდან), ეს იყო ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი სირცხვილი. მე მხოლოდ ის მადარდებს, რომ როგორც ყველა სფეროში, ფეხბურთშიც გაყოფილია ხალხი. უფრო ის მადარდებს, რომ ყოფილ დამსახურებულ ფეხბურთელებს (კობი, აჩი, კალა და ა.შ.)სხვადასხვა ბრუნვაში ლანძრავენ და მიწასთან ასწორებენ ასა თუ ის მხარე და ამას ყველაფერს თვალს ადევნებენ ახალგაზრდა ფეხბურთელები.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული