"ვიტესმა" "გრონინგენს" 5:0 მოუგო. ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზე გოლია, ხოლო კაპიტანმა გურამ კაშიამ საგოლე პასი მიითვალა. ორივე ჩვენებურმა ერთნაირი შეფასება - 8,1 ბალი მიიღო.
"კაშიამ ბრწყინვალედ შეასრულა დაცვითი ფუნქციები და მოიგო ხუთი ორთაბრძოლა", - წერს საიტი. "ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა და ერთხელ ბურთი ძელს გაარტყა", - ეს უკვე მეორე ქართველის დახასიათებაა.
"ვიტესი" 8 ტურის მერე 14 ქულით მე-6 ადგილზეა.
VIII ტურის სიმბოლური ნაკრები