გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ერედივიზიეს ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ

AutoSharing Option
SofaScore-მა ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-8 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც არნემის "ვიტესის" ორივე ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.

"ვიტესმა" "გრონინგენს" 5:0 მოუგო. ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზე გოლია, ხოლო კაპიტანმა გურამ კაშიამ საგოლე პასი მიითვალა. ორივე ჩვენებურმა ერთნაირი შეფასება - 8,1 ბალი მიიღო.

"კაშიამ ბრწყინვალედ შეასრულა დაცვითი ფუნქციები და მოიგო ხუთი ორთაბრძოლა", - წერს საიტი. "ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა და ერთხელ ბურთი ძელს გაარტყა", - ეს უკვე მეორე ქართველის დახასიათებაა.

"ვიტესი" 8 ტურის მერე 14 ქულით მე-6 ადგილზეა.

VIII ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული