სექტემბერში კაშიამ "ვიტესის" მაისურით ერედივიზიონის სამი მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ აგვისტოში მსგავს გამოკითხვაში კაშია მეორე ადგილზე გავიდა (ზიმბაბველ მარველიუს ნაკამბას ჩამორჩა).
კაშია "ვიტესისთვის" შეუცვლელი ფეხბურთელია. უახლოეს დღეებში ის არნემულ კლუბთან ახალ, 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. იქ არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კაშია ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ სამუშაოდ "ვიტესში" დარჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"